იან არველაძემ სამიქაოში ნუგზარ მიქაძე მოკლა და მერე თავი მოიკლა

იან არველაძემ სამიქაოში ნუგზარ მიქაძე მოკლა და მერე თავი მოიკლამკვლელობა და თვითმკვლელობა მოხდა აბაშის რაიონის სოფელ სამიქაოში. 51 წლის იან არველაძემ საკუთარ მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. ნუგზარ მიქაძე ადგილზე გარდაიცვალა. 59 წლის მამაკაცს ფსიქიური პრობლემების მქონე მეზობელმა ზურგიდან ესროლა.

დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, იან მიქაძემ საკუთარი სახლის უკანა ეზოში თავი მოიკლა. ადგილობრივების თქმით, მეზობლებს ერთმანეთთან დაპირისპირება არ ჰქონიათ. არველაძე პერიოდულად სენაკის ფსიქიატრიულ კლინიკაშიც მკურნალობდა.

ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

რუსთავი 2