ხაშურში 30 წლის ქალი სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ხაშურში 30 წლის ქალი სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვესხაშურში 30 წლის ქალმა თავი მოიკლა. ოჯახის წევრებმა ის ჩამომხრჩვალი საკუთარი სახლის სარდაფში იპოვეს.

პრაიმტაიმს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა უამბო, რომ ახალგაზრდა ქალის მეუღლე ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და სასმელის მიღებას ცოლსაც აიძულებდა. ნათესავის თქმით, ამის გამო ოჯახს პრობლემა არაერთხელ შექმნია

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილმა თვითმკვლელობა რამდენიმე თვის წინაც სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი