სუიციდის შემთხვევა ქუთაისში – მდინარე რიონში მამაკაცი გადახტა და გარდაიცვალა. რა გახდა, თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება. ნიუპოსტი
კატეგორია: სამართალი
სუსმა ბექა ხ. ქრთამის მიცემისთვის დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა – ამის შესახებ “ნიუპოსტს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა ხ. დააკავეს. სუს-ში ამბობენ, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ხ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, […]
ოზურგეთში „მაგთიკომის” სატელეფონო ანძის სადგური გაქურდეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში შპს „მაგთიკომის” სატელეფონო ანძის საბაზისო სადგური გაქურდეს. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ აკუმულატორების ქურდობის ფაქტზე ცხელ კვალზე მხილებულია ერთი პირი. ,,აკუმულატორები ამოღებულია ნივთმტკიცებად. მხილებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში. პირველი არხი
“თავსაფრის ჩამოტანას ცდილობდა, ჩამოვარდა და რკინის კონსტრუქციას ჩამოეკიდა ჰიჯაბით” – როგორ დაიღუპა 10 წლის გოგონა პანკისში
უბედური შემთხვევა სოფელ წითელუბანში, 10 წლის გოგონა, რომელიც უმცროსმა ძმამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა თამაშის დროს, გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, და-ძმების მიერ მიერ სიმაღლეზე შეგდებული თავსაფრის ჩამოსატანად ასულ გოგონას ფეხი დაუცდა და რკინის კონსტრუქციას ჰიჯაბით ჩამოეკიდა. გარდაცვლილი გოგონა აიშათ ბაღაკაშვილია. მოზარდს მისი მასწავლებელი დადებითად ახასიათებს. “ძალიან წესიერი ხალისიანი და სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო, ჩემი გამორჩეული მოსწავლე. უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა”- […]
პანკისში 10 წლის გოგონა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს
ბათუმის ციხეში 3-მა პატიმარმა მავთული ხელებში გაიყარა და ერთმანეთს გადაება
ბათუმის ციხის ერთ საკანში მყოფმა მსჯავრდებულებმა მავთული ხელში გაიყარეს და ერთმანეთს გადაებნენ. პატიმრები ციხეში არსებულ მძიმე პირობებზე საუბრობენ და შველას ითხოვენ. წერილში, რომელიც პატიმრებმა ციხიდან გამოგზავნეს, დეტალურადაა აღწერილი, რა პირობებში იმყოფებიან პატიმრები და რამ გამოიწვია პროტესტის უკიდურესი ფორმა. „ისინი ითხოვენ წყალს, ვენტილაციას, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, წამლებს… ისინი აპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტული თანამშრომლების უხეშ მოქცევას, რის გამოც […]
კაბუს საფრანგეთის დატოვების უფლება არ აქვს – ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებულა
ქართველი მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, რომელიც ქურდობის ბრალდებით იყო დაკავებული, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შსს-ში ადასტურებენ, რომ მსახიობი პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ჯერ არ გათავისუფლებულა. შესაბამისად, მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა ჯერ შეწყვეტილი არ არის. შეგახსენებთ, კაბუ ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში 2018 წლის 18 აპრილს დააკავეს. მაშინ […]
პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა – ჩვენ მხოლოდ რუსეთი გვისწრებს
პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილს იკავებს. ამის შესახებ ახალი ანგარიში ევროსაბჭომ გამოაქვეყნა. როგორც ევროსაბჭოს ანგარიშშია აღნიშნული, პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც 100 000 მოსახლეზე 418,3 პატიმარი მოდის, მას მოჰყვება საქართველო 252,2 პატიმრით და აზერბაიჯანი 235 პატიმრით 100 000 მოსახლეზე. პატიმრების რაოდენობით პირველ ხუთეულშია ლიეტუვა და მოლდოვა. ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ნორვეგიაშია 65,4 […]
“ვახუშტი მენაბდე იგინებოდა და ილანძღებოდა უშვერი სიტყვებით” – რა წერია პოლიციის ოქმში
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა, საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი გაასაჯაროვა, სადაც სუბარია მისი დაკავების მიზეზებზე. ოქმში შს სამინიტროს თანამშრომელი აღწერს, თუ რა გახდა ვახუშტი მენაბდის დაკავების მიზეზი. “ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ, აქციის დროს იგი შეეცადა, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, იგინებოდა და ილანძღებოდა უშვერი სიტყვებით და არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას,”- წერს საპატრულო პოლიციის […]
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ძმები დააკავა – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ძმები: 1969 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1966 წელს დაბადებული ვ.ჯ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან არაერთხელ განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი […]










