უბედური შემთხვევა სოფელ წითელუბანში, 10 წლის გოგონა, რომელიც უმცროსმა ძმამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა თამაშის დროს, გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, და-ძმების მიერ მიერ სიმაღლეზე შეგდებული თავსაფრის ჩამოსატანად ასულ გოგონას ფეხი დაუცდა და რკინის კონსტრუქციას ჰიჯაბით ჩამოეკიდა.
გარდაცვლილი გოგონა აიშათ ბაღაკაშვილია. მოზარდს მისი მასწავლებელი დადებითად ახასიათებს.
“ძალიან წესიერი ხალისიანი და სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო, ჩემი გამორჩეული მოსწავლე. უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა”- განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის მასწავლებელმა ლუიზა მუთოშვილმა.
ადგილობრივები თვითმკვლელობას გამორიცხავენ და მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებენ.
,,გოგონას მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. დედამისი უმცროსი ძმის წამოსაყვანად საბავშვო ბაღში იყო წასული. ბავშვებმა თამაშისას თავსაფარი აუგდეს თურმე და ჩამოტანას რომ ცდილობდა, მაშინ ჩამოვარდნილა და რკინის კონსტრუქციას ჩამოეკიდა ჰიჯაბით. შეშინებული ბავშვების კივილზე მთელი უბანი გამოვიდა, თუმცა ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა”.
“ოჯახს 5 შვილოს ყავთ, ეს გოგონა ყველაზე უფროსია. დედა ბაღში უმცროსი შვილის გამოსაყვანად იყო წასული, რა დროსაც ეს ტრაგედია მოხდა, მას დასახმარებლად დაუძახეს. ყველა მივედით ადგილზე, თუმცა გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო. დახმარება ვეღარ შევძელით. ერთ სართულიანი სახლი აქვთ, გვერდზე პატარა სათავსოთი და ეს უბედური შემთხვევაც იქ მოხდა. ბავშვები ამბობენ, რომ იქ აძრომას ცდილობდა და სწორედ მაშინ ჩამოეკიდა ჰიჯაბით. საშინელებაა, მთელი სოფელი განვიცდით. უკარგესი ბავშვი იყო. ეს რატომ უნდა მომხდარიყო” – განუცხადა ამბებს ოჯახის ახლობელმა.

