კაბუს საფრანგეთის დატოვების უფლება არ აქვს – ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებულა

კაბუს საფრანგეთის დატოვების უფლება არ აქვს - ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებულაქართველი მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, რომელიც ქურდობის ბრალდებით იყო დაკავებული, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებულა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს-ში ადასტურებენ, რომ მსახიობი პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ჯერ არ გათავისუფლებულა. შესაბამისად, მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა ჯერ შეწყვეტილი არ არის.

შეგახსენებთ, კაბუ ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში 2018 წლის 18 აპრილს დააკავეს.

მა­შინ სპე­ცო­პე­რა­ცია ევ­რო­პის ორ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის იყ­ო 4 ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, მათ შო­რის ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი. ამას­თან, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მათ შო­რის – კახა აბუ­აშ­ვი­ლი. იგი სას­ჯელს საფ­რან­გე­თის ცი­ხე­ში იხ­დი­და.

კაბუს გათავისუფლება მისმა მეუღლე ანუკი გიორგელაშვილმაც დაადასტურა.

”კაბუ გუშინ საღამოს გაათავისუფლეს. ჯერჯერობით, საფრანგეთში რჩება, რადგან ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს, – უთხრა მან  „ინტერპრესნიუსს“.

როგორც გიორგელაშვილი აცხადებს, გათავისუფლების შემდეგ თავად მეუღლეს ესაუბრა. მისივე განმარტებით, საქმეში აბუაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვთ.

„ჩამოსვლასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ამ ეტაპზე ვერ მოდის და საფრანგეთში, სასამართლოს მოლოდინში რჩება. აბსოლუტურად არანაირი მტიკცებულება არ აქვთ. სასამართლო გაიმართება თუ არა, მაშინვე შეეძლება წამოსვლა. კაბუს გუშინ ვესაუბრეთ, გამოვიდა და გაგვახარა, ეს ამბავი გაგვაგებინა“, – განაცხადა გიორგელაშვილმა.

საფრანგეთში კრიმინალურ დაჯგუფებასთან ერთად რეპერი კაბუ დააკავეს