კატეგორია: სამართალი

“დაიჭირეს, შეათრიეს შიგნით, გახეთქეს ცემაში, დააბეს, ფულს თხოვდნენ” – ნიღბიანებმა გლდანში ბინა გაძარცვეს

მორიგი ძარცვა თბილისში. სამი ახალგაზრდა, ნიღბიანი პირი გლდანის მეექვსე მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში შეიჭრა. შეჭრიდან, რამდენიმე წუთში სახლში ქალი მივიდა, რომელიც დაკეტილ ბინას მეთვალყურეობდა. ნიღბიანები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შეკრეს, სახლიდან სხვადასხვა ნივთები წაიღეს და მიიმალნენ. გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს. უკვე გამოიკითხნენ მეზობლები და დაზარალებული, რომლის დროებით საავადმყოფოში გადაყვანაც გახდა საჭირო. “დაიჭირეს, შეათრიეს შიგნით, გახეთქეს ცემაში, დააბეს ფულს თხოვდნენ… სამნი იყვნენ, […]

კაბუ საფრანგეთის ციხიდან გამოუშვეს

საფ­რან­გეთ­ში ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ქართველი მსა­ხი­ო­ბი კახა აბუ­აშ­ვი­ლი, იგი­ვე “კაბუ” პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ Ambebi.ge-ს მსახიობის დედამ ცირა ნავროზაშვილმა დაუდასტურა. „ცოტა ხნის წინ დამირეკა მისმა მეგობარმა და ეს ამბავი გვაცნობა. ძალიან გახარებულები ვართ, ჯერ მასთან არ მისაუბრია”, – აღნიშნავს ჩვენთან საუბარში კახა აბუაშვილის დედა. შეგახსენებთ, “კაბუ” ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში 18 აპრილს დააკავეს. მა­შინ სპე­ცო­პე­რა­ცია ევ­რო­პის […]

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი – “ჩემი მიზანი არ არის, გასამართლდეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი”

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის განცხადებით, მისი მიზანი არ არის, სამართლებრივად პასუხი აგოს მისმა ყოფილმა მეუღლემ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა. როგორც მან თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა, თუმცა რას გულისხმობს ეს სიმართლე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი არ აკონკრეტებს. ამასთან, მისი თქმით, პოლიციის სამმართველოში დეტალურის გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელიც არ დასრულებულა და უნდა გაგრძელდეს, თუმცა როდის, მისთვის […]

”ანა იმ მომენტში თითქმის გონებადაკარგულ მდგომარეობაში იყო… დავითმა დაუმტვრია ტელეფონი ანას” – რას ყვება ადვოკატი გორელიშვილი

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მიყენებული დაზიანებები სახეზე აღენიშნებოდა. მან ანას დაუმტვრია ტელეფონი და საშუალება არ მისცა, რომ სადმე დაერეკა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელიშვილმა განუცხადა. ლევან გორელიშვილმა სამეფო წყვილს შორის რამდენიმე წლის წინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დეტალებზე ისაუბრა. ამასთან აღნიშნა, რომ ფიზიკური ზიანის მიყენების შემდეგ დავითმა ანას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. […]

”მილანის სასტუმროში იზა კი არა, 27 წლის ანი იპოვეს გარდაცვლილი, იზას გვარი ნახსენები არაა”

31 მარტის დილას, მილანში 27 წლის ქართველი ვოკალისტი იზა ქავთარაძე გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა საქართველოში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობდა, სექტემბერში კი სწავლის გასაგრძელებლად იტალიაში გაემგზავრა. იზა ქავთარაძე ახლახან მილანის კონსერვატორიაში უგამოცდოდ ჩაირიცხა. მისი გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს, მანამდე კი იტალიური პრესა აქვეყნებს სტატიას სათაურით – “ჰეროინის კიდევ ერთი მსხვერპლი”. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ შაბათს – […]

”ჩვენ არაფერი დაგვიმტვრევია, ფოიეში შევედით ღია კარიდან” – დევნილები ”დირსის” დირექტორს პასუხობენ

საცხოვრებელ კომპლექს დირსიში შეჭრილი დევნილები კომპლექსის დირექტორის ბრალდებას პასუხობენ. მათი თქმით, ბესიკ ჯიქურაულმა იცრუა, როცა თქვა, რომ შეჭრილებმა ახალაშენებულ კორპუსებში ვანდალიზმი ჩაიდინეს დევნილები ამბობენ, რომ მათ არაფერი დაუზიანებიათ. ითხოვენ, ჟურნალისტების შეუშვან და მათ დაათვალიერებინონ ის სადარბაზოები, სადაც ისინი განლაგდნენ. “რომ ამბობენ, ეს კარები დაამტვრიეს, ეს ფანჯრები დაამტვრიეს, რაღაც დამტვრეულიაო, ვინ ნახა, რომ დამტვრეულია? შეგიშვან ჟურნალისტები და ნახეთ, ერთი […]

ტარიელ ონიანი 9 აპრილს ციხიდან გამოდის – ის შეიძლება საქართველოში გამოაძევონ

რუსული მედიის ინფორმაციით, 9 აპრილს ყველაზე გავლენიანი “კანონიერი ქურდი” ტარიელ ონიანი (ტარო) საპატიმროს დატოვებს. “ტარო” 2010 წლის ივლისში მოსკოვის ხამონოვიშის სასამართლომ გატაცებისა და გამოძალვის ბრალდებით, დამნაშავედ სცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ონიანი უკვე დიდი ხანია გამოცხადებულია ესპანეთის მიერ ძებნილი “ფულის გათეთრებისთვის” და კრიმინალური საზოგადოების ორგანიზებაში, რისთვისაც რუსეთის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ესპანეთში გადაყვანა ემუქრება. […]

ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლი დააკავა. „ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლის დაკავება ერთ-ერთ ინფრაქტრუქტურულ პროექტს უკავშირდება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ბესიკ ჯიქურაული – “დირსის” კორპუსებში შეჭრილებს, იმედია, სახელმწიფო გარეთ გამოიყვანს”

სამშენებლო კომპანია “ას ჯორჯია – დირსის” გენერალური დირექტორი ბესიკ ჯიქურაული იმედოვნებს, რომ სახელმწიფო ორგანოები დროულად აღკვეთენ კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტს. როგორც ბესიკ ჯიქურაულმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფოს სტრუქტურებსა და “დირსის” კორპუსებში გამაგრებულ დევნილებს შორის მოლაპარაკებებს ამ ეტაპზე შედეგი არ აქვს. “3 დღის წინ პირთა გარკვეული ჯგუფი, ათეულობით ადამიანი შეიჭრა ჩვენს საკუთრებაში. მათ ვანდალურად დაანგრიეს შესასვლელი კარებები, […]

სუსმა ქუთაისის მერიის თანამშრომელი გოჩა მ. პასუხისგებაში მისცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოჩა მ. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. „გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა მ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ცდილობდა დაერწმუნებინა წვევამდელი, რომ მისი სამსახურებრივი უფლებამოვალეობების განხორციელებისას 400 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა წვევამდელის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 6 თვით გადავადებას. გოჩა მ-მ აიღო მის მიერ […]