ტრაგედია ვაკეში და მშენებლობაზე დაღუპული 2 მუშა – პოლიციაში დაკითხვები დაიწყო. ამ წუთებში ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში “ხიმინჯ სერვის2”-ის ხელმძღვანელებს კითხავენ. სწორედ ეს კომპანია ასრულებდა სამუშაოებს უბედური შემთხვევის ადგილზე და ორივე გარდაცვლილი სწორედ “ხიმინჯ სერვის 2”-ის თანამშრომელი იყო. შპს „ხიმინჯ სერვის 2-ის“ დირექტორი, ოთარ ცნობილაძე ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე დაცული იყო. „პირველი შემთხვევა იყო ეს, […]
კატეგორია: სამართალი
ადვოკატი პაპოშვილი – ”იაგო ნებიერიძის დანაშაულში მხილების მტკიცებულება არ მომისმენია”
პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც იაგო ნებიერიძეს დანაშაულში ამხელს, არ მომისმენია. დაკითხულ მოწმეებს ის უარყოფითად არ დაუხასიათებიათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა განუცხადა. როგორც ის განმარტავს, დღეს დაკითხულ მოწმეებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე არ უსაუბრიათ. „დღეს დაიკითხა ოთხი მოწმე. ეს ის მოწმეები იყვნენ, რომლებიც იაგო ნებიერიძესთან ერთად […]
თენგიზ ქობალია და ხუტა ბაღათურია გირაოთი გამოუშვეს
ზუგდიდის მერთან ლაშა გოგიასთან და ვიცე-მერთან გია გულორდავასთან ერთად დაკავებულ ორ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა. თენგიზ ქობალიას 10,000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ხუტა ბაღათურიას, რომელსაც ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან, 5.000-ლარიანი გირაოს გადახდა მოუწევს. ნიუპოსტი “ჩემი შვილი უდანაშაულოდაა დაჭერილი”- თენგიზ ქობალიას ოჯახი პროკურატურასთან აქციას მართავს
შსს – ”დირსის” კორპუსებში 150 დევნილია შეჭრილი – უსაფრთხოებას პოლიცია იცავს”
საცხოვრებელ კომპლექს „დირსიში“ ადგილზე უსაფრთხოებას და მართლწესრიგს პოლიცია უზრუნველყოფს. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძემ განუცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ კორპუსების რამდენიმე სადარბაზოში შეჭრილია 150-მდე დევნილი. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორივე მხარის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა არ მოხდეს მხარეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტი ან […]
16 წლის გორელი გოგონა, რომელიც 40 დღე კომაში იყო, გარდაიცვალა
16 წლის მოზარდი, რომელმაც 19 თებერვალს გორში თვითმკვლელობა სცადა, 30 მარტს გვიან ღამით, სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ახალგაზრდა კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე დაახლოებით 40 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. “გოგონას გული გაუჩერდა,ის წუხელ პირველ საათსა და თხუთმეტ წუთზე გარდაიცვალა”- განუცხადეს “პრაიმტაიმს” სამხედრო ჰოსპიტალში. 19 თებერვალს, გორში, 16 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მოზარდი დედამ საკუთარ ოთახში ხალათის […]
იტალიაში იზა ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა ადგენს
იტალიაში ქართველი ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა. 27 წლის ქართველი სტუდენტი მილანში გარდაცვლილი ნახეს. რა გახდა იზა ქავთარაძის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. ოჯახის წევრები მისი გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ექსპერტიზის დასრულებამდე განმარტებებს არ აკეთებენ. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საკონსულოც. იზა ქავთარაძის გადმოსვენების პროცედურა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დაიწყება. რუსთავი 2
იტალიაში ქართველი სტუდენტი იზა ქავთარაძე გარდაცვლილი იპოვეს
ზუგდიდში მამაკაცი იმიტომ დაჭრეს, რომ მან ბრალდებულის ქალიშვილთან ხელი ჩუმად მოაწერა
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, სიმამრმა დაჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წყარომ განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცმა და ბრალდებულის ქალიშვილმა ხელი ჩუმად მოაწერეს, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდა. „გოგო პირველ კურსზეა, ერთმანეთს ხვდებოდნენ. როგორც მე ვიცი, რისი წინააღმდეგიც იყო გოგოს მამა. უთქვამს სწავლას მორჩება და მერე ვნახოთ დაქორწინების ამბავიო. თუმცა ახალგაზრდებს ჩუმად მოუწერიათ ხელი. ბიჭი საზღვარგარეთიდან არის დეპორტით ჩამოყვანილი და ცოლის […]
ზუგდიდში სიმამრმა სიძე დაჭრა
ზუგდიდში, მეორე სკოლის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაახლოებით ერთი საათის წინ მოათავსეს. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი სიმამრმა დაჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცს ბარძაყის არეში ზედაპირული ჭრილობა აღენიშნება. “შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე. მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება კვლევები და შესაბამისი მკურნალობა”, – აცხადებენ საავადმყოფოში. როგორც […]
ბათუმში 26 წლის მეზღვაური დაჭრეს – მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ახალგაზრდა ბიჭი სავარაუდოდ სანადირო თოფით დაჭრეს. 26 წლის ახალგაზრდა წერტილოვანი მრავლობითი ჭრილობებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემთხვევის მიზეზებზე ახლობლები არ საუბრობენ. ამბობენ, რომ შელაპარაკება ორ პირს შორის მოხდა. მათივე თქმით, დაჭრილი მეზღვაურია და მას კონფლიქტი არავისთან არ ჰქონდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ […]










