ადვოკატი პაპოშვილი – ”იაგო ნებიერიძის დანაშაულში მხილების მტკიცებულება არ მომისმენია”

ადვოკატი პაპოშვილი - ”იაგო ნებიერიძის დანაშაულში მხილების მტკიცებულება არ მომისმენია”პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც იაგო ნებიერიძეს დანაშაულში ამხელს, არ მომისმენია. დაკითხულ მოწმეებს ის უარყოფითად არ დაუხასიათებიათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დღეს დაკითხულ მოწმეებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე არ უსაუბრიათ.

„დღეს დაიკითხა ოთხი მოწმე. ეს ის მოწმეები იყვნენ, რომლებიც იაგო ნებიერიძესთან ერთად მშენებლობაზე მუშაობდნენ. მათი დაკითხვიდან მხოლოდ ის ფაქტი ჩანს, რომ ერთად მუშაობდნენ და ერთმანეთთან ცუდ დამოკიდებულებაში არ იყვნენ. მათგან საქმისთვის სამართლებრივად რაიმე მნიშვნელოვანი ვერ მოვისმინე.

როცა ფაქტი მოხდა, ამბობენ, რომ იმ დღეს ყველანი ისვენებდნენ, მეტს არაფერს ამბობენ. რამე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ნებიერიძეს დანაშაულში ამხელს, არ მომისმენია. ის უარყოფითად არ დაუხასიათებიათ, ამბობენ, რომ ჩვეულებრივად მუშაობდა.

დაცვის მხარეს მოწმეები არ ჰყავს, საჭიროდ არ ჩაუთვლია ჩემ კლიენტს მიეთითებინა ვინმე, ვინც ჩვენებას მისცემდა”, – განაცხადა პაპოშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 4 აპრილს, 12:00 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იპნ