ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება მისი ყოფილი მეუღლის – დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის, მიერ მასზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. ანა ბაგრატიონი საგამოძიებო უწყებაში სამშბათს დღის პირველ ნახევარში უნდა გამოცხადდეს. თუ ანა ბაგრატიონი მასზე ძალადობის ფაქტს დაადასტურებს, არ არის გამორიცხული, რომ დავით ბაგრატიონს სამართალდამცავებმა ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინონ. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. […]
კატეგორია: სამართალი
”ცოლი ცემით მემუქრებოდა, ერთხელ კედელიც კი გამოანგრია” – რაზმიკ თამასიანი მეუღლეს უჩივის
ცოლთან 30-წლიანი ცხოვრების შემდეგ რაზმიკ თამასიანი მეუღლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. დაზარალებულმა ცოტა ხნის წინ გაბედა ეღიარებინა, რომ მეუღლე ცემით ხშირად ემუქრებოდა. მას ახლა ძალადობის მსხვერპლის სტატუსი აქვს. თამასიანი ამბობს, რომ ძალადობის ფორმებიც საკმაოდ მძიმე იყო. ქმარი ყვება, რომ მეუღლე ჩხუბის დროს ყველაფერს ამტვრევდა. მისივე თქმით, ერთ-ერთი ჩხუბის დროს ახალგაზრდა ქალმა კედელი გამოანგრია. ხმაურზე მეზობლებს პოლიციაც […]
მალხაზ კობაური – ”ნუ მირტყამ-თქო, რომ ვუთხარი, წიხლი დამარტყა და სკამიდან გადამაყირავა”
მალხაზ კობაურმა, რომელსაც სმიტების ოჯახის დახოცვისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯა, სასამართლო ძიების პროცესში პრაიმ ტაიმს ადვოკატის მეშვეობით წერილი გაუგზავნა. წერილში ნათქვამია: „მითხრეს, ნუ გეშინია, სიმართლე თქვიო. განყოფილებაში შემოიყვანეს, ოთახში დამსვეს სკამზე და დამადეს ბორკილი. შემოდის ზაზა მიხაკიშვილი (პოლიციის თანამშრომელი) და მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მეუბნება, რომ მომეყოლა სიმართლე. ვუთხარი, სიმართლე, რომ გითხრათ ოჯახს დამიხოცავენთქო. ვუთხარი პოლიცია დააყენეთ […]
ხონის ფსიქიატრიულის გარდაცვლილი პაციენტის, ქეთევან ბიგვავას, ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს
ხონის ფსიქიატრული საავადმყოფოს პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, ქეთევან ბიგვავას ოჯახის წევრები ფსიქიატრული კლინიკის ექიმების დასჯას ითხოვენ. გარდაცვლილის და ამბობს, რომ ტრავმები, რომლებიც პაციენტს აღენიშნებოდა, დაცემის დროს მიღებული ვერ იქნება. გადაჩეხილი ფეხი, მოტეხილი მკლავი, დაზიანებული თვალი, მრავლობითი ჰემატომა და სხვა დაზიანებები მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს. 60 წლის ქალი ხონის ფსიქიტრიული საავადმყოფოდან ქუთაისის კლინიკაში 17 მარტს გადაიყვანეს, […]
ნარკოტიკების შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში რ.გ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული რ.გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული, “მეტადონის” შემცველი […]
“დამემუქრა, ისე აგაორთქლებ, შენს გვამსაც ვერავინ ნახავსო” – ვინ დასდევს ვალერი ჩიტაიას
„მე თუ მოულოდნელად მოვკვდი იცოდეთ, რომ მკვლელი ის პირია, ვინც ერთი თვის განმავლობაში თავს ორჯერ დამესხა“ – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას 32 წლის მამაკაცი ვალერი ჩიტაია. მისი თქმით, პირველად მისი თანამშრომლის მეუღლე, დათო გოგოლაძე რამდენიმე მამაკაცთან ერთად თავს 20 თებერვალს დაესხა. ჩხუბში ვალერი ჩიტაიამ თავისა და სახის დაზიანებები მიიღო. ამბობს, რომ თავდამსხმელებს გაექცა და გზად ტაქსი […]
გლდანის ციხის თანამშრომელი თ.ჩ. 2 კვირის წინ დააკავეს
“კურიერისთვის” ცნობილი ხდება, რომ დაკავებულია ე.წ. გლდანის ციხის თანამშრომელი. საქმე ეხება საპყრობილეში პატიმრებისთვის მობილური ტელეფონების შეტანის ფაქტს. სპეცოპერაცია თბილისში ორი კვირის წინ ჩატარდა, თუმცა ამბავი ხელისუფლებამ დამალა. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აცხადებენ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის – მობილური ტელეფონის – გადაცემისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შენახვის ფაქტზე გამოძიება, 2019 წლის 22 […]
“წაღებულია ჭიშკარი და სახლის კარი” – თამუნა მუსერიძის აგარაკი გაქურდეს
ქურდობის მორიგი მსხვერპლი მსახიობი და ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძეა.მუსერიძის აგარაკი კოჯორში იმ დროს გაქურდეს, როცა ოჯახი ადგილზე არ იმყოფებოდა. “წაღებულია ჭიშკარი, სახლის შესასვლელი კარი, ჟალუზები, ფანჯრები, მაგიდები, სკამები. რაც მოახერხეს, ალბათ ჯართში რაც უნდა ჩაებარებინათ ის წაიღეს. საქმე აღძრულია, დაკითხვაზე უკვე იყვნენ ოჯახის წევრები. ეჭვი არ გვაქვს არავისზე, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ გვაქვს ვის უნდა წაეღო […]
დიდ დიღომში დაჭრის ბრალდებით 20 წლის მამაკაცი დააკავეს
დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. სამართალდამცავებმა 20 წლის ახალგაზრდა აიყვანეს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 26 მარტს დიდ დიღომში 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა და მიიმალა. სამართალდამცავების მიერ ამოღებულია ცივი იარაღი-დანა, რომელიც დანაშაულში ფიგურირებდა.
თბილისში თურქეთის მოქალაქე იარაღით ვაჭრობისთვის დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გამოავლინა – დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან. „შინაგან საქმეთა სამინისტროს, […]










