ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ახლო ნათესავისა და რუსთავის მერის დაპირისპირების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “პრესა ჯიმ” გაარკვია, რომ მას შემდეგ, რაც ირაკლი ტაბაღუა ათეულობით ადამიანის თვალწინ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის ახლო ნათესავმა, კობა კოკოლაშვილმა სცემა, ლაშა ნაცვლიშვილმა ის თბილისში დაიბარა და ფიზიკურად გაუსწორდა. რუსთავის მერი იძულებით შვებულებაში გავიდა და საავადმყოფოშიც მკურნალობდა. მოგვიანებით, ირაკლი ტაბაღუამ დახმარება ე.წ. კრიმინალურ […]
კატეგორია: სამართალი
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი – “ქმარმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მცემა, მირტყამდა მუშტებს, გაშლილ ხელს”
სამეფო ოჯახის ახალი სკანდალი, რომელმაც მწვავე პოლიტიკური თემებიც გადაფარა – მუხრანელებისა და გრუზინსკების დაპირისპირება შესაძლოა, ახალ და უფრო მწვავე ფაზაში გადავიდეს. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად 2014 წლის 9 მაისს გაუსწორდა. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა 2014 წლის 20 მაისსაა გაცემული, ანას ცემიდან მეტერთმეტე დღეს და ექსპერტი ადასტურებს, რომ დაზიანებები ემთხვევა შესამოწმებლის მიერ მითითებულ ტრავმის […]
თავდაცვის სამინისტროს მანქანამ 11 წლის გოგონა მოკლა – რა მოხდა ქვიტირში 3 თვის წინ
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში თავდაცვის სამინისტროს მანქანა 11 წლის გოგონას შეეჯახა. ბავშვი გერმანიის მოქალაქე იყო და ბებიასთან საახალწლოდ 23 დეკემბერს ჩამოვიდა, მეორე დღეს კი მისი სიცოცხლე ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა. ავარიის დროს დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბავშვი მანქანამ 30 მეტრის მოშორებით გადააგდო. 11 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ავტოკატასტროფის დროს ავტომობილს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი არჩილ ჩიხლაძე მართავდა. […]
საქართველოს დედოფალი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი სცემეს
საქართველოს დედოფალი სცემეს. ინფორმაციას “კურიერი” ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისთვის მიყენებული დაზიანებებზეა საუბარი. ანა ბაგრატიონმა ექიმთან მოჰყვა, რომ ის მუშტებით, გაშლილი ხელითა და ფეხებითაც კი სცემეს. “აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა მუხლის სახსრის საკორექციო წინა ზედაპირზე და მრავლობითი სისხლნაჟღენთები სახეზე და სახის სხვადასხვა მიდამოებში”- აცხადებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი და ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს. ნიუპოსტი
პოლიციამ მარნეულის საკრებულოს ნაციონალი წევრი დააკავა
მარნეულის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი პოლიციამ დააკავა. მის სახლში ჩხრეკა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკეროვი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. უწყება ავრცელებს ვიდეომტკიცებულებასაც. გამოძიების მიხედვით, ასკეროვი მოქალაქეს 3 ათასი ლარის სანაცვლოდ ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას ჰპირდებოდა. ბრალდებას არ ეთანხმება ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ ჩხრეკისას სახლიდან წაიღეს ისეთი ნივთებიც, რომელსაც გამოძიებასთან […]
მოჩხუბარი ახალგაზრდების გაშველებისას 2 პოლიციელი დაშავდა – რა მოხდა ქობულეთში
ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ჩხუბის დროს სამართალდამცავები დაშავდნენ. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ახალგაზრდების გაშველებისას ქობულეთის პოლიციის 2 თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პირველადი ინფორმაციით, სამართალდამცავების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს. […]
გია ვოლსკის სახლი გაქურდეს
“ქართული ოცნების” წევრის გია ვოლსკის აგარაკი სოფელ ახატანაში გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში მძარცველებმა პირველი სართულიდან შეაღწიეს. მათივე თქმით, ადგილზე რამდენჯერმე იმყოფებოდა თავად დეპუტატი და სამართალდამცავები. ჯერჯერობით უცნობია, რისი წაღება შეძლეს მძარცველებმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს უარყოფს და აღნიშნავენ, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება უწყებაში არ შესულა. ნიუპოსტი
მინისტრ ქობულიას სახლის გაქურდვისთვის 1 პირი დააკავეს
ეკონომიკის მინისტრის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებულმა მამაკაცმა დაბა წყნეთში მდებარე გიორგი ქობულიას სახლიდან სხვადასხვა ნივთები მოიპარა. ეკონომიკის მინისტრის სახლიდან მოპარული ნივთები ჩხრეკისას იპოვეს. მათ შორის იყო მინისტრის ტანსაცმელი-ქურთუკი და სხვა სამოსი. „კურიერისთვის“ გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი, თუმცა შს სამინისტრომ „რუსთავი 2“-ს […]
ოზურგეთში კინოთეატრი გაქურდეს
ოზურგეთში კინოთეატრი გაქურდეს. დაზიანებულია კინოთეატრის ფასადი და ფასადიდან მოპარულია ფერადი ლითონი. კინოთეატრი რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს და ადგილობრივი ხელისუფლება მის რეაბილიტაციას გეგმავს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არ ვაპირებთ ხელოვნურ კრიმინალებად ქცევას – გირჩი პარლამენტსა და შსს-ს მიმართავს
პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” განცხადებას ავრცელებს, რომელიც ორშაბათიდან ასამოქმედებელ კანონს ეხება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩამოიტანა სპეციალური ტესტები, რომლებიც ადგენს ადამიანის ნერწყვში ამა თუ იმ ნარკოტიკული ნივთიერების არსებობას, და რომ ეს ტესტი ადგენს ადამიანს მოხმარებული აქვს თუ არა კანაფი უკანასკნელი 8 საათის განმავლობაში. “გირჩი” მიიჩნევს, რომ სახლემწიფოს ეს დამოკიდებულება არის ძალიან საშიში. “შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry […]










