ოზურგეთში კინოთეატრი გაქურდეს. დაზიანებულია კინოთეატრის ფასადი და ფასადიდან მოპარულია ფერადი ლითონი.
კინოთეატრი რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს და ადგილობრივი ხელისუფლება მის რეაბილიტაციას გეგმავს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

