ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ჩხუბის დროს სამართალდამცავები დაშავდნენ.
როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ახალგაზრდების გაშველებისას ქობულეთის პოლიციის 2 თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
პირველადი ინფორმაციით, სამართალდამცავების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს. უწყების ცნობით, მომხდარის გამო ერთი პირია დაკავებული.

