სისხლიანი გარჩევა თბილისში – დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
როგორც ცნობილია, მამაკაცს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი უძღოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კონფლიქტს ოცამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი მამაკაცი ქირურგიის ცენტრში გადაიყვანეს.

