„იარაღი დაადო ოპერატორებს და თანხას ითხოვდა, სასხლეტსაც გამოკრა თითი” – რა მოხდა მაღაზია ჰერბალაიფში

„იარაღი დაადო ოპერატორებს და თანხას ითხოვდა, სასხლეტსაც გამოკრა თითი” - რა მოხდა მაღაზია ჰერბალაიფში„იარაღი დაადო ოპერატორებს და თანხას ითხოვდა და დანარჩენი არ ვიცი, მალე მოვიდა კრიმინალური და ვნახოთ ახლა გამოძიება,“ – ასე იხსენიებს ერთ-ერთი თვითმხილველი ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში მომხდარ ყაჩაღობის მცდელობას.

ცოტა ხნის წინ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია ჰერბალაიფში ძარცვის მცდელობა იყო.

უცნობი პირი მაღაზიაში იმ დროს შეიჭრა, როდესაც შენობაში თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

თვითმხილველთა თქმით, ნიღბიანმა მამაკაცმა იარაღის მუქარით თანხის გამოძალვა სცადა. როგორც ჰერბალაიფის თანამშრომლები ყვებიან, ერთ-ერთ მათგანს თავზეც კი მიადო იარაღი. მამაკაცმა სასხლეტსაც გამოკრა თითი, თუმცა, იარაღმა არ გაისროლა.

როგორც ცნობილია, წაღებული არაფერი არ არის.

ამ დროისთვის, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.