კატეგორია: სამართალი

ორთაჭალაში მამაკაცი მოკლეს

ორთაჭალაში მამაკაცი მოკლეს

თბილისში 32 წლის კაცი მოკლეს – შემთხვევა გვიან ღამით ორთაჭალაში მოხდა. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმაა. საქმეზე  დაკავებულია გარდაცვლილის მეგობარი. მომხდარზე დამატებითი დეტალები, ასევე ის, თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, უცნობია. მოკლული ხელოსნად მუშაობდა.

მოქალაქის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

ნიუ იორკში ვაქცინის პირველი დოზით აცრილები 100-100 დოლარს მიიღებენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა დევნილის სტატუსის მქონე ერთ-ერთ პირს, მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის […]

ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო 9 პირი დააკავეს

ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო 9 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზესტაფონში 9 პირი დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „1981 წელს დაბადებული ვ. ე. (მეტსახელად „თავა“), 1980 წელს დაბადებული დ.კ., 1977 წელს დაბადებული […]

ტაქსის მძღოლმა ლატვიის მოქალაქე გაიტაცა

"დღეს ისეთი ტაქსის მძღოლი შემხვდა, სტრავინსკის უსმენდა ბოლო ხმაზე..."

ლატვიის მოქალაქე თბილისში ტაქსის მძღოლმა გაიტაცა – ინფორმაციას ოთარ აბესაძე ავრცელებს, რომელიც წერს, რომ საქართველოში რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჩამოფრინდა, ტაქსის მძღოლმა კი აეროპორტიდან ფულის გამოძალვის მიზნით, მოტყუებით, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ლატვიის მოქალაქემ დარეკვა და გაფრთხილება, რომ ის და მისი მეგობარი გაიტაცეს მოასწრო. დღეს დილით პოლიციამ მათ კახეთის გზაზე მიაკვლია. ტაქსის მძღოლი ჯერ დაკავებული არაა. “იტყობინებოდა, […]

პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო – 8 პირია დაკავებული

პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო - 8 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 8 პირი. საგამოძიებო უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, […]

გორში 18 წლის წინ მოკლული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი იპოვეს

გორში 18 წლის წინ მოკლული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი იპოვეს

18 წლის წინ მოკლული 11 წლის  ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარს გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, მდინარის პირას მიაკვლიეს. უცნობია, რა გახდა სამძებრო ღონისძიებების ჩატარების მიზეზი, მაგრამ ოჯახი მთელი ამ დროის განმავლობაში ბავშვის ცხედარს ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეძებდა. “კურიერს” ოჯახმა ინფორმაცია დაუდასტურა, მაგრამ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ბოლო სამძებრო ღონისძიება “კურიერის” კამერამ 2018 წელს გადაიღო. მაშინ იაგო ნებიერიძემ […]

რუსთავში ქალი სამმა მამაკაცმა ჯგუფურად გააუპატიურა

რუსთავში ქალი სამმა მამაკაცმა ჯგუფურად გააუპატიურა

რუსთავში ახალგაზრდა ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გვიან ღამით 35 წლამდე ქალი ფონიჭალა-რუსთავის გზატკეცილზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვა და რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის სანაპიროზე სამშენებლო მასალის მოსაპოვებელ კარიერთან მიიყვანა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამ მამაკაცს კიდევ ერთი პიროვნება შეუერთდა, რომელიც კარიერის დაცვის თანამშრომლად იყო დასაქმებული. […]

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

წუხელ, 8 აპრილს, ბათუმში, 26 მაისის და გორგილაძის ქუჩის კვეთაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი უძღოდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე […]

გერმანიამ საქართველოს სააკაშვილის დროინდელი ციხის მაღალჩინოსანი ვლადიმერ კაპანაძე გადასცა

გერმანიამ საქართველოს სააკაშვილის დროინდელი ციხის მაღალჩინოსანი ვლადიმერ კაპანაძე გადასცა

გერმანიის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ვლადიმერ კაპანაძის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა დღეს ბრიფინგზე გაავრცელა “შესაბამისად, 2022 წლის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ძებნილი, სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ვ.კ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, გერმანიის ფედერაციული […]

კონსტანტინე ქობულია მარლენ მეტონიძეს მარტოს ელოდა, შენობასთან კი სნაიპერი იყო – ლაგუნა ვერეს ტრაგედიის ახალი დეტალები

კონსტანტინე ქობულია მარლენ მეტონიძეს მარტოს ელოდა, შენობასთან კი სნაიპერი იყო - ლაგუნა ვერეს ტრაგედიის ახალი დეტალები

„ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევისა და მკვლელობის საქმეზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალი ხდება ცნობილი. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, ოფისის მიმდებარედ, სადაც ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ძმასთან, კონსტანტინე ქობულიასთან შესახვედრად მივიდა, სნაიპერი იმყოფებოდა. წყაროს ცნობით, სნაიპერი შენობის სახურავზე იყო განთავსებული და მას შემდეგ, რაც სისხლიანი გარჩევა მოხდა და მარლენ მეტონიძე დაჭრილ მდგომარეობაში მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა, სნაიპერმა […]