ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრესწუხელ, 8 აპრილს, ბათუმში, 26 მაისის და გორგილაძის ქუჩის კვეთაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი უძღოდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში მოქალაქე კობა ფარტენაძემ ინციდენტის შემდეგ გადაღებულ ვიდეო მასალას ავრცელებს.

ის წერს, რომ მსგავსი შემთხვევები ბათუმის ყოველდღიურობა გახდა.

მთავარი