გორში 18 წლის წინ მოკლული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი იპოვეს

გორში 18 წლის წინ მოკლული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი იპოვეს18 წლის წინ მოკლული 11 წლის  ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარს გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, მდინარის პირას მიაკვლიეს.

უცნობია, რა გახდა სამძებრო ღონისძიებების ჩატარების მიზეზი, მაგრამ ოჯახი მთელი ამ დროის განმავლობაში ბავშვის ცხედარს ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეძებდა. “კურიერს” ოჯახმა ინფორმაცია დაუდასტურა, მაგრამ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

ბოლო სამძებრო ღონისძიება “კურიერის” კამერამ 2018 წელს გადაიღო. მაშინ იაგო ნებიერიძემ დანაშაული აღიარა და ოჯახს ცხედრის მდებარეობის ცრუ მისამართი მიუთითა.

ფაქტს წინ უძღოდა საზარელი შემთხვევა, როდესაც მსჯავრდადებულმა იაგო ნებიერიძემ გორში 9 წლის გოგო მოკლა. დაკავების შემდეგ კი აღიარა, რომ ეს მკვლელობის პირველი შემთხვევა არ იყო და მას ბავშვი 14 წლის წინაც ჰყავდა მოკლული.

“ზაქრო 2004 წლის 1-ლ ნოემბერს გაიტაცეს… გვყავდა მოწმე, რომელიც ამბობდა, როგორ წაიყვანა ბავშვი ეზოდან მაღალმა, გამხდარმა ბიჭმა. მისი აღწერილობა იაგო ნებიერიძის გარეგნობას დაემთხვა. სად არ ვეძებეთ, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით.

მაშინ ნებიერიძე 20 წლის იყო. ეგ და მამამისი ავტოფარეხს გვიშენ­ებდნენ. ზაქრო ერთი თვის რომ გახდა, ჰიდროცეფალია დაუდგინდა და მას მერე ვმკურნალობდით – თავზე შვიდი ოპერაცია გაუკეთეს. ნებიერიძემ იცოდა, ბავშვისთვის არაფერს დავზოგავდით და უკან არ დავიხევდით.

ზაქრო სულ მამა-შვილი ნებიერიძეების გვერდით იყო. სადილის დროს ჩავიდოდა და მუშებს­ სახლში ამოიყვანდა ხოლმე. იმ დღეს ეზოში მარტო ჩავუშვი და… გაქრა. როცა ბავშვს ვეძებდით, მამა-შვილი­ თანაგრძნობის გამოსახატად ყოველდღე მოდიოდა, არადა, ჩანს, ინფორმაციას აგროვებდნენ… მერე ეს უბედურება დაგვატყდა თავს…” – განუცხადა “კვირის პალიტრას” ბავშვის დედამ ხათუნა რაზმაძემ.

რუსთავი 2