ტაქსის მძღოლმა ლატვიის მოქალაქე გაიტაცა

ტაქსის მძღოლმა ლატვიის მოქალაქე გაიტაცალატვიის მოქალაქე თბილისში ტაქსის მძღოლმა გაიტაცა – ინფორმაციას ოთარ აბესაძე ავრცელებს, რომელიც წერს, რომ საქართველოში რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჩამოფრინდა, ტაქსის მძღოლმა კი აეროპორტიდან ფულის გამოძალვის მიზნით, მოტყუებით, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

ლატვიის მოქალაქემ დარეკვა და გაფრთხილება, რომ ის და მისი მეგობარი გაიტაცეს მოასწრო. დღეს დილით პოლიციამ მათ კახეთის გზაზე მიაკვლია. ტაქსის მძღოლი ჯერ დაკავებული არაა.

“იტყობინებოდა, რომ ის იყო გატაცებული და ტაქსის მძღოლი ითხოვდა თანხას. ამ მძღოლმა წაიყვანა გომბორის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 20-ჯერ მეტი თანხა მოსთხოვა. რომ არ გადაუხადა, ჩამოყარა ძალით მანქანიდან, აღენიშნება დაზიანებები ერთ-ერთ პირს. არიან შოკირებულები მომხდარით”,- ამბობს ოთარ აბესაძე “მთავარ არხთან” საუბრისას.

მთავარი