კატეგორია: სამართალი

ლაგუნა ვერეს საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ლაგუნა ვერეს საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა

“ლაგუნა ვერესთან” 2 პირის – კონსტანტინე ქობულიასა და ვახტანგ გურგენიძის მკვლელობისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. ბრალდების მხარე ყველა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატები ბრალდებულების – კობა მეტრეველის, გიორგი გელოვანის, გიორგი ასლანიშვილისა და […]

მისი ნივთები ნაპირზე ნახეს – რუსთავში მტკვარში მამაკაცს ეძებენ

მისი ნივთები ნაპირზე ნახეს - რუსთავში მტკვარში მამაკაცს ეძებენ

რუსთავში, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირბელი ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. არსებული ინფორმაციით, გამვლელებმა 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ნივთები და პირადობის დამადასტურებელი საბუთი ნაპირზე ნახეს, რის შემდეგაც 112-ში დარეკეს. სავარაუდოდ, 60 წლამდე კაცი ადიდებულ მდინარეში სუიციდის მიზნით შევიდა.

სააკაშვილის ადვოკატზე ძალადობისთვის დაკავებულ გიორგი გიუაშვილს გირაო შეეფარდა

სააკაშვილის ადვოკატზე ძალადობისთვის დაკავებულ გიორგი გიუაშვილს გირაო შეეფარდა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ ინსპექტორს, ბრალდებულ გიორგი გიუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4.000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე გიუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც საკუთარ შუამდგომლობაში პროკურორი ლევან ქუთათელაძე განმარტავდა, კონფლიქტის ინიციატორი თავად ბრალდებული გახლდათ, მან ადვოკატი […]

გიორგი ქველიაშვილს ლაგუნა ვერეზე სროლისთვის პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ქველიაშვილს ლაგუნა ვერეზე სროლისთვის პატიმრობა შეეფარდა

“ლაგუნა ვერეს” მიმდებარედ მომხდარი მკვლელობისა და დაჭრისა საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთს გიორგი ქველიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, პროკურორი გია შაიშმელაშვილი დაკავებული პირის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. გიორგი ქველიაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი კი დაკავებულის მიმართ 5.000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა. მოსამართლემ […]

პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო – 6 კაცია დაკავებული

პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო - 6 კაცია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში 6 პირი დააკავეს, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული ზ.ო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში დააკავეს. „პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად […]

ჟურნალისტებზე ძალადობისთვის 6 პირს 5 -5 წელი მიესაჯა

ჟურნალისტებზე ძალადობისთვის 6 პირს 5 -5 წელი მიესაჯა

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ელიეშვილმა გამოაცხადა. ელიეშვილის გადაწყვეტილებით, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს 5- წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ 6-ვე ბრალდებული ყველა ბრალდებაში ცნო დამნაშავედ, მხოლოდ ცოტნე ჩიხლაძის […]

კოვიდ-19-ის აცრის ყალბი ბარათი 150 ლარად დაამზადეს

კოვიდ-19-ის აცრის ყალბი ბარათი 150 ლარად დაამზადეს

თბილისში სამედიცინო დაწესებულების ექთანი და კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელთაც მოქალაქეს 150 ლარის სანაცვლოდ კოვიდ-19 აცრის ყალბი ბარათი დაუმზადეს და ის ოფიციალურ ბაზაში როგორც ვაქცინირებული პირი, ისე დაარეგისტრირეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, კომერციული […]

სუსი – “მოვუწოდებთ უკრაინას, მოგვაწოდოს დამადასტურებელი მტკიცებულებები”

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინულ მხარეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები „მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით“. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. „უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, […]

თბილისის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

თბილისის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული ა.ი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ა.ი.-ს კუთვნილი ბარგისა […]

ლაგუნა ვერეზე მკვლელობის და დაჭრის გამო 5 პირი დააკავეს

ლაგუნა ვერეზე მკვლელობის და დაჭრის გამო 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარი ორი პირის მკვლელობის და რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს – დაკავებულია 5 პირი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს მათივე ინფორმაციით, პოლიციამ 1987 წელს დაბადებული კ. მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი […]