მისი ნივთები ნაპირზე ნახეს – რუსთავში მტკვარში მამაკაცს ეძებენ

მისი ნივთები ნაპირზე ნახეს - რუსთავში მტკვარში მამაკაცს ეძებენრუსთავში, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირბელი ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ.

ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

არსებული ინფორმაციით, გამვლელებმა 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ნივთები და პირადობის დამადასტურებელი საბუთი ნაპირზე ნახეს, რის შემდეგაც 112-ში დარეკეს.

სავარაუდოდ, 60 წლამდე კაცი ადიდებულ მდინარეში სუიციდის მიზნით შევიდა.