საქართველოს პარლამენტის წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას საქალაქო სასამართლო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა დ.ხ.-მ გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად ორგანიზება გაუწია გივი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით მასზე თავდასხმას. მან თანამზრახველთან ერთად დეპუტატის ავტომანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომელიც ხალხმრავალ ადგილას მოქმედებაში მოიყვანა. სასამართლომ ძებნილი ბრალდებულის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. […]
კატეგორია: სამართალი
თეთრიწყაროში 7 ცხენის ქურდობისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
პოლიციამ თეთრიწყაროში 7 ცხენის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა “შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული კ.დ. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 20 თებერვალს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დაღეთში მოქალაქის კუთვნილი […]
შვილის ცემისთვის დედას 4 წელი მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი სისტემატური ძალადობისთვის დედას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სისტემატური ძალადობისთვის ბრალდებული ი.კ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით, თბილისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი […]
14 წლის ბიჭი – “პოლიციელებმა დამაგდეს ძირს. ერთმა ფეხი დამაჭირა ზურგზე, მეორე კი თავში მირტყამდა”
პოლიციელებმა არასრულწლოვანს სცემეს. ინციდენტი თბილისში, მოსკოვის გამზირზე მოხდა. 14 წლის დაზარალებული “კურიერთან” ყვება, რომ თავს ორი სამართალდამცველი დაესხა, რომლებმაც მას ჯერ თავის არეში მუშტი ჩაარტყეს, შემდეგ კი მის წინააღმდეგ მათრახი გამოიყენეს. ადგილზე მისულ სხვა ეკიპაჟის წევრებს კი თავდასხმაში მონაწილე პოლიციელებმა უთხრეს, რომ მოზარდმა დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღო. არასრულწლოვანი პოლიციაში გამოკითხეს და მალევე გაათავისუფლეს. მას დაზიანებები სახის არეში […]
მალხაზ კობაური – ”რომ დავუმიზნე, მიტრიალდა და მაგ დროს ვესროლე ბეჭებში… მერე თავში ვესროლე” – რუსთავი 2-მა მწყემსის დაკითხვის კადრები აჩვენა
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება – მალხაზ კობაურმა გამომძიებელთან მოყვა, თუ როგორ შეხვდა მთაში ჩასულ ამერიკელ ოჯახს, რატომ დაიწყო მათ შორის კონფლიქტი. ვიდეოკადრების მიხედვით, ახალგაზრდა მწყემსი სამართალდამცველებთან დაკითხვისას აღიარებს, როგორ მოკლა რაიან სმიტი და ატირებული ბავშვი. „მერე რომ დაღამდა, მელანდებოდა ბავშვის წივილისაც, დედის წივილისაც, კაცისაცა და უნდა მეთქვა რა, და ვერა ვბედავდი. […]
რატომ გაჩხრიკეს ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ჟურნალისტები გადაჰყავდა
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ხაშურთან ჟურნალისტების ავტობუსის მძღოლმა ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, რის მიზეზადაც მეგობრისთვის თანხის გადაცემას ასახელებდა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი ჟურნალისტის თქმით, მძღოლი გზაში პერმანენტულად ესაუბრებოდა მათთვის უცნობ პირს (მძღოლის თქმით მეგობარს რომლის ვალიც ჰქონდა) და გადაადგილების კოორდინატებს აწვდიდა, ხაშურის შესასვლელთან კი ავტომობილი გააჩერა. თვითმხილველის აზრით, სავარაუდოდ, სამართალდამცველების დაეჭვება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პოლიცია იმ […]
ძალადობა სიდედრზე, მეგობარ გოგონაზე, თვითმკვლელობის მცდელობა – აჭარაში ოჯახური ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული კ.ტ. და 1966 წელს დაბადებული პ.გ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა კ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 18 თებერვალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ გოგონას – 1982 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს, რომელმაც შემდეგ […]
მაღაზიის ძარცვა გურიაში – შსს-მ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 2000 წელს დაბადებული შ.ს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 9 იანვარს, […]
“მაზლმა დამაბა და შარდის დალევას მაიძულებდა”- რას ყვება როზა ზარანდია
38 წლის ქალი მეუღლეს და მაზლს არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებს. როზა ზარანდია აცხადებს, რომ მან 19 დღე ტყვეობაში გაატარა. მისი თქმით, მაზლმა მისთვის უცნობ ქალთან ერთად რუსეთში გაიტაცა, სადაც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 38 წლის ქალი ყვება, რომ ამ ხნის განმავლობაში საკუთარ მაზლს დაბმული ჰყავდა, აიძულებდა საკუთარი შარდი დაელია და ფიზიკურად უსწორდებოდა. 38 წლის […]
“პატიმარზე ცოცხით სექსუალური ძალადობა ბედუკაძის დადგმული სცენაა” – პატიმარი კურიერს დეტალებს უყვება
პატიმარი, რომლის კადრმა ცოცხით ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოიყვანა, კურიერთან კავშირზე გლდანის ციხიდან გამოდის. პატიმარი, რომლის გვარსაც მისივე თხოვნით არ ვახმაურებთ, პირველად ყვება, რა ვითარებაში გადაიღო ვლადიმერ ბედუკაძემ ციხეში ვიდეო ცოცხით. კადრები, რომლებიც, ბედუკაძის მტკიცებით, პატიმარზე სექსუალურ ძალადობას ასახავდა, მსჯავრდებულის მტკიცებით, სინამდვილეში გლდანის ციხის ჯალათის ფანტაზიით დადგმული სიმულაცია აღმოჩნდა. კურიერთან ინტერვიუში პატიმარი დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როდესაც ციხის ერთ-ერთ საკანში მასთან […]










