ქობულეთში, სასტუმრო “არმაზის” საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს ცნობით, სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო. ”ბათუმელების” ცნობით, მან ზაზა ართმელაძე დამნაშავედ ცნო სასჯელის შეფარდების გარეშე. საქმის განხილვა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადაწყვეტილების გამოცხადების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. დაცვის მხარის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან ართმელაძეების ოჯახის […]
კატეგორია: სამართალი
კასპის სკოლაში მოსწავლე დაჭრეს
სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული კამათი სისხლიანი გარჩევით დასრულდა. რა გახდა კასპის რაიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოზარდების დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. კონფლიქტი საკლასო ოთახში დაიწყო. მომხდარს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავდა, რომლებმაც კონფლიქტის მონაწილეები გააშველეს. ინციდენტი გუშინ სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებამდე მოხდა. ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი კლინიკაში მოათავსეს. ის ამ დროისთვის კი უკვე სახლში იმყოფება. […]
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის შსს-ში კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცავები ნარკორეალიზატორების აყვანის სპეცოპერაციას ატარებენ.
ჩიკა სასამართლომ 1 200 ლარით დააჯარიმა – რა დააშავა ჩცდ-ს მსახიობმა
კამპანიას „აიცილე ლევან მურუსიძე“ ამ დროისთვის 70 ადვოკატი უჭერს მხარს
კამპანია „აიცილე ლევან მურუსიძის“ ფარგლებში, ადვოკატების ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პეტიციას ამ დროისთვის 70- მდე ადვოკატი უჭერს მხარს, თუმცა კამპანიის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს ადვოკატებმა გიგი სისვაძემ, სალომე აბესლამიძემ და ალექსანდრე კობაიძემ გააკეთეს. „პირველ რიგში, მინდა, ყველა კოლეგას ვთხოვო, მოვუწოდო შემოუერთდეს ამ კამპანიას. მართლმსაჯულების დღის წესრიგი ჩვენს ხელშია, უნდა […]
ეწერში თენგიზ ნაზღაიძე დაიღუპა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ლადო ბედუკაძე ცემა
დღეს საღამოს ზემო ეწერში მომხდარი ავარიისას ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ქრონიკის ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი თენგიზ ნაზღაიძეა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ლადო ბედუკაძეს სცემა. ავარიის დროს კიდევ ორი პირი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით არის დაწყებული. იმედინიუსი ლადო ბედუკაძე თენგიზ ნაზღაიძემ ცემა
პროკურატურა თიბისი ბანკზე – ”გამოძიების ამ ეტაპზე იკვეთება შემდეგი სქემა…”
გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილ გარემოებებზე ისაუბრეს. „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქმეზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 2 აგვისტოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ […]
თბილისში ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ყაზბეგის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალიც დააყაჩაღეს.
გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას, ლელა ქსოვრელს, ბრალი დაუმძიმდა
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგოს დედას, ლელა ქსოვრელს, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ბრალი დაუმძიმდა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ლელა ქსოვრელის ადვოკატმა ნინო ტაბატაძემ. მისი თქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარესაც ჩაბარდა. ლელა ქსოვრელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაუმძიმდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. „2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს წარედგინა […]
შსს – ”ობიექტის კერძო დაცვის თანამშრომლებმა ქურდობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, მოსკოვის გამზირზე პოლიციელებმა არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავად დაზარალებული ყვება, რომ მას თავს ორი სამართალდამცველი დაესხა, რომლებმაც მას ჯერ თავის არეში მუშტი ჩაარტყეს, შემდეგ კი მის წინააღმდეგ მათრახი გამოიყენეს. ფაქტის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც განმარტავენ, რომ მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში ქურდობის ფაქტი მოხდა, რაც იქვე მდებარე […]










