კატეგორია: სამართალი

დავით გულიაშვილი – ”ზონდერი ძმები მიქაძეები მოვარდნენ, მცემეს იარაღებით” – ინციდენტის ახალი დეტალები

39 წლის დავით გულიაშვილი ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. კურიერის ჟურნალისტი დაზარალებულს საავადმყოფოში ესაუბრა. მისი თქმით, როდესაც ახლობლის გასვენებიდან ბრუნდებოდა, თავს დაესხნენ ზონდერები. გულიაშვილის განცხადებით, თავდამსხმელი დავით მიქაძე ყოფილი მთავარი პროკურორის ახლო გარემოცვის წევრია. დაზარალებული კურიერს უყვება, რომ თავდასხმას კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები შეესწრნენ, თუმცა, მომხდარზე მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. მისი განცხადებით, ძმები მიქაძეები […]

დავით გულიაშვილი – ფარცხალაძის ახლობელმა გიორგი მიქაძემ იარაღი სახეში რამდენჯერმე ჩამარტყა – რა მოხდა რუსთაველზე

თბილისის ცენტრში თავდასხმა მოხდა. რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან, რამდენიმე საათის წინ სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქე ამტკიცებს, რომ მას სასტიკად გაუსწორდა ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან, დაახლოებული გიორგი მიქაძე. 39 წლის დავით გულიაშვილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მან კურიერის ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ახლობლის გასვენებაში იმყოფებოდა, როდესაც ფიზიკურად გაუსწორდა ოთარ ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრი, […]

სამხარაულის ექსპერტმა სეიფიდან ათი ათასობით ლარის ოქრო და ბრილიანტი მოიპარა

მთავარმა პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის თანამშრომელი დიდი რაოდენობით ოქროს ნივთების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავა. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მთავარი პრიკურატურა ფაქტს ადასტურებს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. “მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით” – აცხადებენ უწყებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა დაცული სეიფიდან […]

ზვიად ჯაფარიძის მკვლელობაზე დაკავებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკამაყოფილა. მოსამართლის თქმით, მათ აქვთ გარკვეული მიდრეკილება დანაშაულის ჩადენისკენ, ვინაიდან 5-დან 4 დაკავებული წარსულში ნასამართლევია. აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 18 აპრილს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ხუთივე პირს ბრალი ოფიციალურად […]

ირინა ონაშვილის გაქურდვისთვის თბილისში ნ.მ. დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით ორი პირი – 1980 წელს დაბადებული ნ.მ. და 1988 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ა.ჩ. დააკავეს. დაკავებული ნ.მ. ირინა ონაშვილის სახლში დამხმარედ მუშაობდა. საუბარია, დაახლოებით, 10.000 ლარის ღირებულების სამკაულების ქურდობაზე. “გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.მ.-მ თბილისში, ფანჯიკიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან, სადაც დამლაგებლად მუშაობდა, ოქროს […]

ბინის რემონტის გამო დაწყებული ჩხუბი ზვიად ჯაფარიძის მკვლელობით დასრულდა – ტრაგედიის ახალი დეტალები

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტია. ზვიად ჯაფარიძე მეზობლებს შორის სარემონტო სამუშაოებისას დაწყებული დაპირისპირების გამო ჩაცხრილეს, თუმცა თავად ჯაფარიძე კონფლიქტის უშუალო მონაწილე არ ყოფილა. ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმის მასალები ადვოკატებს უკვე ჩაბარდათ. პოლიციის მოპოვებული მტკიცებულებებით კონფლიქტი მეზობლებს – ბესო ბიძინაშვილსა და ზაზა სიხარულიძეს შორის დიუმას 29-ში, სიხარულიძის სახლში მიმდინარე […]

ოთარ მუქიას მკვლელობისთვის მ.ს. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთის რაიონში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა, მათგან ერთი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, […]

ანი აროშიძე – ”მო­მაკ­ვდა­ვი მა­მის თვალ­წინ დამაპატიმრეს ბესელიას ვიდეოს ნახვის გამო, მამა 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა”

გოგონა, რო­მე­ლიც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გამო და­ა­კა­ვეს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს. ანი არო­ში­ძის ღია წე­რილს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „გირ­ჩი“ „ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს. „მე ანი არო­ში­ძე ვარ, 19 წლის. 31 იან­ვარს, ღა­მის 2-ის ნა­ხე­ვარ­ზე, ჩემს სახ­ლში შე­მო­ვარ­და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ექ­ვსი თა­ნამ­შრო­მე­ლი და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი­სა და მო­მაკ­ვდა­ვი მა­მის თვალ­წინ და­მა­პა­ტიმ­რეს. მა­მა­ჩე­მი ამ „ოპე­რა­ცი­ი­დან“ ხუთ დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მე […]

გუკა რჩეულიშვილი – “ერთ თვეში შეიძლება ციხეში შემაბრუნონ, დედაჩემს და დეიდაჩემსაც ვეღარ ვაჩერებ”

ცენტრ პოინტსა და ემ კვადრატს შორის დაწყებული მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. “ახალი თაობა” ცენტრ პოინტის ერთ-ერთ დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილს ესაუბრა. – გუკა, რატომ ვეღარ შედგა მოლაპარაკება ცენტრ პოინტსა და ემ კვადრატს შორის, თითქმის ხომ დასრულებული იყო ეს პროცესი და დოკუმენტებიც ხელმოწერილი, რატომ ჩაიშალა ეს პროცესი? – ცენტრ პოინტსა და ემ კვადრატს შორის ყველაფერი დალაგებული იყო, ყველა […]

ირინა ონაშვილის გაქურდვისთვის მისი დამხმარე ქალი დააკავეს – დაკარგულია 10.000 ლარის სამკაულები

სამართალდამცავებმა „მის საქართველო 2003″-ის, ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით 45 წლამდე ქალი დააკავეს. დაკავებული ონაშვილის სახლში დამხმარედ მუშაობდა. საუბარია, დაახლოებით, 10.000 ლარის ღირებულების სამკაულების ქურდობაზე. როგორც “ინტერპრესნიუსს” თავად ირინა ონაშვილმა განუცხადა, ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა, სამართალდამცავებს გვიან მიმართა. ქურდობაში ბრალდებული ქალი 20 თებერვალს დააკავეს. “დიდი მადლობელი ვარ ჩვენი პოლიციის, რომლებმაც ძალიან სწრაფად გამოიძიეს ეს […]