დავით გულიაშვილი – ფარცხალაძის ახლობელმა გიორგი მიქაძემ იარაღი სახეში რამდენჯერმე ჩამარტყა – რა მოხდა რუსთაველზე

დავით გულიაშვილი - ფარცხალაძის ახლობელმა გიორგი მიქაძემ იარაღი სახეში რამდენჯერმე ჩამარტყა - რა მოხდა რუსთაველზეთბილისის ცენტრში თავდასხმა მოხდა. რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან, რამდენიმე საათის წინ სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.

მოქალაქე ამტკიცებს, რომ მას სასტიკად გაუსწორდა ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან, დაახლოებული გიორგი მიქაძე.

39 წლის დავით გულიაშვილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მან კურიერის ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ახლობლის გასვენებაში იმყოფებოდა, როდესაც ფიზიკურად გაუსწორდა ოთარ ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრი, გიორგი მიქაძე.

დაზარალებულის თქმით, მიქაძემ იარაღი სახეში რამდენჯერმე ჩაარტყა.

გულიაშვილი აცხადებს, რომ დაპირისპირება რამდენიმე წლის წინ მთაწმინდაზე მომხდარ გარჩევას უკავშირდება, რომელშიც ის და მიქაძე მონაწილეობდნენ.

მისი თქმით, პოლიციამ გააფრთხილა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, თუმცა, მან ძველი თბილისის პოლიციის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

დაზარალებულის დედის თქმით, ამ ფაქტს პოლიცია შეესწრო, თუმცა, რეაგირება არ მოუხდენია, რადგან საქმე ფარცხალაძის გარემოცვას ეხებოდა.

„დასაფლავებაზე იყო წასული, გამოვიდა იქიდან. დახვდნენ და ძალიან ნაცემია,“ – განაცხადა დაზარალებულის დედამ.

რუსთავი 2