ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-18-ე დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ. ამის შესახებ კომენტარი დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ ექიმები ამ დროისათვის დეკანოზის ზუსტ დიაგნოზს ვერ ადგენენ: „ჯერ ექსპერტიზის დასკვნა არ არის, ხოლო პირადი ექიმის ამბობს, რომ დეკანოზის საპატიმროში ყოფნა დაუშვებელია, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. […]
კატეგორია: სამართალი
თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები ხელწერილით გამოუშვეს
თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები სავარაუდოდ, გუშინ, სასამართლოს დარბაზიდანვე, გაუსვლელობაზე ხელის მოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თურქეთში საქართველოს საკონსულოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, კონსული უკვე ესაუბრა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს და სხვა წარმომადგენლებს და ამ დრომდე კონტაქტზეა მათთან. „თარჯიმნის პრობლემა იყო და ამ ეტაპზე ყველაფერი გარკვეული არ გვაქვს, თუმცა კონსული ჩართულია ამ საკითხში. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ […]
ბათუმის ბულვარში 30 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო
გუშინ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, რესტორან “სანრემოს“ ქვეშ 30-წლამდე ასაკის ახალგაზრდამ სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე მისულ ბრიგადას ჩამომხრჩვალი ბიჭი დახვდათ. “პრაიმტაიმთან” მომხდარს ადასტურებენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურშიც. შინაგან საქმეთა სამინსიტროში აცხადებენ, რომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პრაიმ ტაიმი
გიორგი კაპანაძე – “პრესა.ჯი-ს ტერაქტით ემუქრებიან”
პრესა.ჯი-ს “შარლი ებდოს” ანალოგიური თავდასხმით ემუქრებიან – მუქარის წერილი რედაქციის მეილზე მივიდა. საინფორმაციო პორტალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს. მუქარას გიორგი კაპანაძე მათ საქმიანობას – ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კორუფციულ და ქონების მიტაცების საკითხებთან დაკავშირებით დაწერილ სტატიებს უკავშირებს. მომხდართან დაკავშირებით presa.ge დღესვე აპირებს ინფორმაცია მიაწოდოს ამერიკის საელჩოსაც. “ჩვენ მივიღეთ მუქარის სემცველი წერილი, […]
გურიაში 46 წლის ოთარ მუქია მოკლეს
სისხლიანი გარჩევა გურიაში – შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი 46 წლის მამაკაცი გვიან ღამით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოთარ მუქია ტყვიამ იმსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა კიდევ ერთი შუახნის მამაკაცი. მედიკოსების ინფორმაციით, გია ტუღუშის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში დღის ბოლოს მოხდა. გავრცელებული ვერსიით, მეზობლებს თავს უცხო პირი დაესხა და ორი გასროლა 15 წუთის ინტერვალით განახორციელა. საგამოძიებო მოქმედებები […]
ანტალიაში 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს
ანტალიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ქურდობაში ეჭვმიტანილი 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. როგორც თურქული გამოცემა malatyaguncel.com და CNN-ის თურქული ბიური იუწყება, დაკავებულები “სპარტაკ ცხინვალის” ( ქართულ კლუბს “ცხინვალი” ჰქვია. ეს მისი ძველი სახელწოდებაა. ავ.) მოთამაშეები არიან, რომლებიც თურქულ შეკრებაზე, ანტალიის დაბა ბელექში რამდენიმე დღის წინ, ზამთრის შეკრებაზე გაემგზავრნენ. გამოცემების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების […]
ლანჩხუთში 50 წლის მამაკაცი დაჭრეს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 50-წლამდე მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. დაჭრილი მამაკაცი ფოთის ჰოსპიტალშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით მას ოპერაცია უტარდება, თუმცა, ექიმები ჯერ კომენტარს არ აკეთებენ. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. […]
თბილისში დავით ჩოხელმა ძმა, მიხეილ ჩოხელი მოკლა
თბილისში, სიხარულიძის ქუჩაზე ძმამ საკუთარი ძმა მოკლა. როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა განუცხადეს გარდაცვლილი გიორგი ჩოხელი გახლავთ, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარმა ძმამ, დავით ჩოხელმა ესროლა. მეზობლების გადმოცემით, მკვლელობას წინ უძღოდა ძმებს შორის არსებული კონფლიქტი. მათი თქმით, დავით ჩოხელი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, როდესაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმის მიმართულებით გაისროლა. მიხეილ ჩოხელი ადგილზე გარდაიცვალა. მეზობლების განცხადებით, ძმებს შორის დაპირისპირება […]
ზვიად კუპრავას პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზვიად კუპრავა ავრცელებს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ინფორმაცია კუპრავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ დაპატიმრებას გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” შტაბში ელის. რუსთავი 2
იაგო ნებიერიძემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი თქვა
იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, მარიამ პოპიაშვილმა რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ სცნო. “ყველა მტკიცებულება, რაც ჩვენთვის იყო გადმოცემული, სადავოდ ვცანით. იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებით […]










