შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე კ.ლ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება. „დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მიმდინარე […]
კატეგორია: სამართალი
თბილისში ლაგუნა ვერესთან 2 ადამიანი მოკლეს, დაჭრილია 5 – სისხლიანი გარჩევა ბიზნესის გამო
თბილისში, ლაგუნა ვერეს უკან,2 ადამიანი მოკლეს. ურთიერთშელაპარაკებისას კიდევ, სულ მცირე 5 ადამიანია დაჭრილი. სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ფულის განაწილება გახდა. ვერაზე კრიმინალური გარჩევა ორ ჯგუფს შორის მოხდა. ერთმანეთს კანონიერი ქურდი დავით ყალიჩავას და კრიმინალური ავტორიტეტის ლევან მარღიას მხარეები დაუსპირისპირდნენ. კრიმინალური გარჩევა დავით ყალიჩავას წარმომადგენელმა, ზუგდიდელმა ავტორიტეტმა ხვიჩა ცხაკაიამ დაგეგმა. გარჩევა დავით შენგელიას ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება, რომელსაც ბიზნესში […]
ქუთაისში ტიტე კორძაძის მკვლელობისთვის 27 წლის ქალი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ს.ყ. თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის […]
პროკურორი ფუხაშვილი – “შარტავაზე ავარიისთვის დაკავებული დავით ჯალაღონია ნარკოტიკს მოიხმარდა”
პროკურორი ემზარ ფუხაშვილის ინფორმაციით, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ დავით ჯალაღონია სატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, რა დროსაც დადგინდა, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება წარსულში ჰქონდა მოხმარებული, მაგრამ შემთხვევის დროს ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თავად ჯალაღონიას თქმით, ნარკოტიკული ნივთიერება ავტოსაგზაო შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე […]
თბილისში საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს
თბილისში, სამგორის რაიონში, „საქართველოს ბანკის” ფილიალში ყაჩაღობა მოხდა. ნიღბიანმა კაცმა ბანკიდან ფული წაიღო. ფილიალთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქის განცხადებით, ისმოდა სროლის ხმაც. წინასწარი ინფორმაციით სამი თავდამსხმელი იყო. სავარაუდოდ, პოლიციელების მხრიდან სროლისას ერთ-ერთი ფეხში დაიჭრა.
ქუთაისში პარკში გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
სუსის ხელმძღვანელმა მთავარ არხს, ფორმულას და ლევან ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივლა
საქალაქო სასამართლო “მთავარი არხის”, “ფორმულასა” და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელის განხილვას იწყებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას, “ქოლცენტრების მფარველობის” შესახებ ცილისწამებად აფასებს. “მთავარი არხის” იურისტის შეფასებით, ტელეკომპანიების წინააღმდეგ დაწყებული საქმე კიდევ ერთი დასტურია, რომ მედიაზე ზეწოლა გრძელდება. “სუს-ს ზოგადად აქვს წამოწყებული კამპანია კრიტიკული არხების წინააღმდეგ, ჩვენს წინააღმდეგ მაგალითად, არაერთი საჩივარია, […]
“დაუღრიალა, გამოეთრიეო, ერთხელ სახლიდან ხალათით და ჩუსტებით გააგდო” – რას ამბობს ნიკა ბასილაშვილზე ყოფილი სიდედრი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. მას შემდეგ, რაც მოწმის სახით დაკითხვისას, ბასილაშვილის სიდედრმა მაკა სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილი სიძე მის შვილს შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა განაცხადა, რომ “ეს მისთვის ძალიან რთული მოსასმენია” და უკვე “ორი წელია, რაც ჯოჯოხეთში ცხოვრობს”. “დაუღრიალა, გამოეთრიეო, ყველა ჩვენ გვიყურებდა, გაბრაზებული საბანკო ბარათს უბლოკავდა, […]
მარნეულში სასაფლაოს ღობეები მოიპარეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეგლიარში სასაფლაოს ღობეები მოხსნეს და მოიპარეს. ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები საგამოძიებო ღონისძიებას ატარებდნენ. გამოძიება ქურდობის მუხლით არის დაწყებული. საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ დილით, როცა საფლავზე გავიდნენ, სასაფლაო ღობეების გარეშე დახვდათ. მარნეულის სოფლებში 1 თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა. მთავარი
ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს – მათგან 5 რეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარასა და იმერეთში ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს, მათგან 5 პირი ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „1988 წელს დაბადებული ს. ნ., 1974 წელს დაბადებული კ. კ., 1973 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ბ., […]










