კატეგორია: სამართალი

სუსმა გახარიას პარტიის წევრი წალენჯიხაში გელა აბულაძე თაღლითობისთვის დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, გელა აბულაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, წალენჯიხის საკრებულოს წევრი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზეა დაკავებული. მათივე განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ საკრებულოს წევრმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მოსთხოვა, მასთან დაახლოებულ პირებზე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება, რის საფუძველზეც მერის წარმომადგენელმა შეადგინა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები. […]

კეზერაშვილს და ნინუას თავდაცვის სამინისტროსთვის 5 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრათ

სამტრედიასთან 11 წლის გოგონას სამხედრო სერჟანტი ა.ჩ. დაეჯახა - თავდაცვის სამინისტროს განცხადება

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას სოლიდარულად დაეკისრათ 5.060.000 ევროს ექვივალენტი ლარში სამინისტროს სასარგებლოდ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების […]

„თქვენ ისევე ხართ სასამართლო… როგორც მე ვარ კოსმონავტი” – მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

„თქვენ ისევე ხართ სასამართლო… როგორც მე ვარ კოსმონავტი” - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაური იყო. სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას დარბაზში მსხდომი პირები პერიოდულად ტაშით ხვდებოდნენ. ყოფილი პრეზიდენტის ნათქვამზე, რომ „ესენი გაუნათლებელი, ბნელი, რუსეთის „შნირები“ არიან”, დამსწრეთა მხრიდან კვლავ ტაში მოჰყვა. მოსამართლეთა კოლეგიამ დარბაზის ნაწილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდების მხარემ მოითხოვა პირის იდენტიფიცირება, რასაც […]

ქობულეთში 30 წლის მამაკაცი დაჭრეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

სისხლიანი გარჩევა ქობულეთში – დაჭრილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის  ე.წ. ქუჩური გარჩევა მოხდა, დაჭრილმა მამაკაცმა კრიმინალური ავტორიტეტები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შემთხვევა ე.წ. ემტეესის დასახლებასთან მოხდა. ადგილობრივები დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ. დაჭრილი მამაკაცის მამის ინფორმაციით, ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. მამისთვის […]

ლაშა ქოიავა – “2008 წლის ომში უგულავას ყოველი სიტყვა დანაშაული იყო”

ლაშა ქოიავა - "2008 წლის ომში უგულავას ყოველი სიტყვა დანაშაული იყო"

თუ ოდესმე საქართველოში შედგება ტრიბუნალი და იგი 2008 წლის ომს განიხილავს, გიგი უგულავა ამ ტრიბუნალზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი იქნება, – ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ „იმედის კვირას“ განუცხადა. ლაშა ქოიავას განცხადებით, 2008 წელს იგი გორის ცენტრში იმყოფებოდა და იცის, ვინ გასცემდა განკარგულებებს. მან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად, […]

პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო – დაკავებულია 6 პირი

პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში, წარსულში […]

კახეთში 12 წლის გოგონას გათხოვებაში ბებიამ ფული აიღო

კახეთში 12 წლის გოგონას გათხოვებაში ბებიამ ფული აიღო

კახეთში, 12 წლის გოგონას გათხოვებაში, ბებიამ გასამრჯელო აიღო. „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ გოგონა, რომელიც ორი წლის წინ 25 წლის მამაკაცს მიათხოვეს, ბებიასთან იზრდებოდა და მისი გათხოვების სანაცვლოდ, ბებიამ სოლიდური თანხა მოითხოვა. გოგოს ახლობელი ჰყვება, რომ შუამავლის როლი მამაკაცის ბიძამ შეასრულა. „ამ გოგოს მამა არ ჰყავს, დედა იმავე სოფელშია გათხოვილი, სადაც ეს ბავშვი გაათხოვეს. პატარა გოგოა, ვერ […]

“მევახშეები თაღლითურ სქემებს იყენებენ” – ასოციაციის განცხადება

"მევახშეები თაღლითურ სქემებს იყენებენ" - ასოციაციის განცხადება

„იპოთეკით და მევახშეებისგან დაზარალებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია. მევახშეები სხვადასხვა თაღლითურ სქემებს იყენებენ და მათ ძლიერი მფარველები, ე.წ ლობი ჰყავთ, – ამის შესახებ „იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა“ ასოციაციის იურისტებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ასოციაციის იურისტებმა იმ ათობით შემთხვევაზე ისაუბრეს, სადაც ჩანს როგორ თაღლითურად ითვისებენ კერძო მევახშეები მოწყვლადი ჯგუფების საცხოვრებელ ფართებს და გონივრული ეჭვი გამოთქვეს, რომ ხშირად […]

თბილისში, კლუბებში მუქარით და მოტყუებით ტურისტებს არარეალურ თანხებს ახდევინებდნენ…

თბილისში, კლუბებში მუქარით და მოტყუებით ტურისტებს არარეალურ თანხებს ახდევინებდნენ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა. დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 13 წევრი. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითური ქმედებით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ. ბრალდებულები ტურისტებს მოტყუებით, მუქარით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალები, რომლებიც […]

ქუთაისში პოლიციელმა ვალების გამო თავი მოიკლა

ქუთაისში პოლიციელმა ვალების გამო თავი მოიკლა

ქუთაისში პოლიციელმა თავი მოიკლა. ქალაქის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომელმა გივი დანგაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით სამსახურეობრივი იარაღით დაასრულა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სუიციდი პოლიციელმა ვალების და დაბალი ხელფასის გამო გადაწყვიტა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული დაბალი ხელფასის გამო, ხშირია შემთხვევები, როდესაც პროფესიონალი კადრები პოლიციას ტოვებენ და ოჯახების სარჩენად იძულებულები არიან, საზღვარგარეთ წავიდნენ. ინფოიმერეთი