კატეგორია: სამართალი

რუსთავში საეკლესიო მაღაზია გაქურდეს

რუსთავში საეკლესიო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა. მაღაზიიდან წაღებულია თანხა 250 ლარის ოდენობით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

7 ძროხის ქურდობისთვის 3 პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ 7 ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. […]

“მე მატყუებ, გოგო?!” – მასობრივი ჩხუბი გოგონებს შორის – ვიდეო

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც არასრულწლოვან გოგონებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული. “მე მატყუებ, გოგო?” – ეუბნება ერთი გოგონა მეორეს და სახეში ხელს ურტყამს. ამის შემდეგ იწყება ძიძგილაობა, რომელიც დროდადრო ჩხუბში გადადის. ჯერჯერობით უცნობია, სწავლობს თუ არა აღნიშნულ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტრო. პრაიმტაიმი https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/1189705717872218/

ნაზი ჯანეზაშვილი – “მიქაუტაძის არ მჯერა, მათ არაერთხელ მოგვატყუეს”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც მან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მოამზადეს. – ქალბატონო ნაზი, რას ითვალისწინებს თქვენი წინადადება? – ჩვენი საკანონმდებლო წინადადება რამდენიმე ძირითად პრინციპს ითვალისწინებს. საუბარია ახალი კადრების სისტემაში შემოსვლაზე, რათა ისევ ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, მიქაუტაძე არ გახდნენ უზენაესი სასამართლოს […]

ყაზტრანსგაზ-თბილისის დაკავებული თანამშრომლები დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული „ყაზტრანსგაზ-თბილისის” თანამშრომლები დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულებს ბრალს 48 საათის განმავლობაში წაუყენებენ. დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” ორი თანამშრომელი დააკავეს. 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს ორი დღის უკან, გაზის გაჟონვას მოყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. მე გუშინწინვე დავავალე სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინათ ტრაგედიის […]

ღამის კლუბებში დაკავებულ ბრალდებულებს 8 და 7 წელი მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის ბრალდებულებს 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ბრალდებულები თ.ჩ.და გ.მ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.ჩ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი ტაბლეტები, […]

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი სერგო მირზოიანი გაკოჭეს, სცემეს და დააყაჩაღეს

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი თბილისში გაკოჭეს, სცემეს და დააყაჩაღეს მის საკუთარ სახლში. შემთხვევა გამთენიისას გორგასლის ქუჩაზე მოხდა. ბინიდან წაღებულია რამდენიმე თვის მოგროვილი პენსია და საოჯახო ნივთები. ამ დროს სახლში მხოლოდ 90 წლამდე ასაკის მოხუცი იმყოფებოდა. მეზობლების ინფორმაციით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ, მათ ბინაში შესასვლელად კარი შეამტვრიეს და სერგო მირზოიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე […]

გიორგი ადუაშვილს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ადუაშვილს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. ადუაშვილს ბრალი გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში განუმარტეს. დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს. ადუაშვილის მეგობარს, კონსტანტინე ჯორბენაძეს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავეს, ბრალს ამ წუთებში აცნობენ. დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, […]

ადუაშვილი და კუჭავა ვაჟიკო კორკოტაშვილთან მივიდნენ და პირველი უთანხმოებაც იქ მოუვიდათ – ვერაზე სროლის ახალი დეტალები

სროლა ვერაზე – კრიმინალური ისტორიის ახალი ხმაურიანი დეტალები „კურიერმა“ გაარკვია. ტატიშვილის ქუჩაზე სროლას დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის გარჩევა უძღოდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი „ქართული მარშის“ ყოფილი ლიდერის, გია კორკოტაშვილის შვილი, ვაჟიკო კორკოტაშვილია. „კურიერს“ სანდო წყარო უყვება, რომ საქმის მთავარი მონაწილეები გიორგი ადუაშვილი და ზურაბ კუჭავა გუშინ ყოფილი მორაგბის, ახლა კი საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი აბუსერიძის, მამის გასვენებაში […]