კატეგორია: სამართალი

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი – გეგეშიძე ცრუობს, იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას

გეგეშიძე ცრუობს, როცა ამბობს, რომ მას ჩხუბში არ მიუღია მონაწილეობა. იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპის ჩემპიონმა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილმა სასამართლოში დაკითხვამდე განუცხადა. ის დღეს ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას. „გუშინ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, სადაც ამ ყველაფერს უარყოფს და გამოძიებასთან […]

თბილისის აეროპორტის თანამშრომელი ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი მგზავრების კუთვნილი ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს. ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ქურდობა აეროპორტში დამონტაჟებულმა კამერებმაც დააფიქსირეს. ინფორმაცია “პრაიმტაიმს” შსს-შიც დაუდასტურეს. უწყებაში განგვიმარტეს, რომ აეროპორტის მმართველი კომპანიის “ტავ ჯორჯიას” თანამშრომელი, კერძოდ კი მტვირთავი-მუშა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვე პუნქტით არის დაკავებული. პრაიმტაიმი

დავით რაზმაძე მოკლულია? – რას წერდა ის დედას დაკარგვის წინა დღეს

თურქული გემის 23 წლის ქართველი მეზღვაური 2 კვირიანი გაუჩინარების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნავსადგურში ნაპოვნი ცხედარი დავით რაზმაძეს ეკუთვნის. ლიბიაში დაკარგული ახალგაზრდა აგვისტოს ომის გმირის ზაზა რაზმაძის შვილია. გარდაცვლილის და ამბობს, რომ ომის შემდეგ მათ ოჯახს სახელმწიფომ ყურადღება არ მიაქცია. შიმშილისათვის განწირულები კი იძულებულები გახდნენ, სამუშაოდ უცხოეთში წასულიყვნენ. დედა, ნინო ცეცხლაძე, კვიპროსის […]

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატმა თვითაცილება მოითხოვა

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამსამწესებელი 10 მოსამართლე პარლამენტს მათი კანდიდატურების აცილების მიზნით მიმართავს. ამის შესახებ მოსამართლეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მოსამართლეობის კანდიტატები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა პროცესებმა რეპრესიული ხასიათი მიიღო, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე მიტანილ ზეწოლაში გამოიხატა. მოსამართლეთა განმარტებით, სწორედ ამ ზეწოლის და სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით მიმართავენ ისინი პარლამენტს, რომ არ განიხილონ მათი კანდიდატურები. ერთობლივ განცხადებას ხელს […]

გორში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე სასურსათო მაღაზია გაქურდეს. “ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით მოხდა. წინასწარ ინფორმაციით,მაღაზიიდან წაღებულია თანხა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარ ფაქტს შსს 177 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით იძიებს, რაც 3-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

”არც სუნი იყო, არც არაფერი” – ყაზტრანსგაზის თანამშრომლები ბრალს არ აღიარებენ

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ თანამშრომლებს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდათ. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც პროკურორმა განმარტა, არსებობს ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რის გამოც მათ პატიმრობა უნდა შეეფარდოთ. დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ითხოვდა. თორნიკე  ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს გამოძიება გულგრილობას ედავება. საქმე […]

ყაზტრანსგაზის თანამშრომლებს თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს ბრალი წაუყენეს

ყაზტრანსგაზის ორ თანამშრომელს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მათ გამოძიება გულგრილობის მუხლით ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ადვოკატს სისხლის სამართლის საქმის მასალები ცოტა ხნის წინ გადაეცა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წარედგინათ 220-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს გულგრილობას. არ დაკითხულა არც ერთო ბრალდებული, არცსცნობენ თავს დამნაშავედ. ჩვენ ვითხოვთ, რომ აღმკვეთი […]

12 წლის გიგა ბაგაშვილი აფრიკის დასახლებაში გარდაცვლილი იპოვეს

12 წლის ბავშვის ცხედარი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, აფრიკის დასახლებაში იპოვეს. ოჯახი მას ორი დღის განმავლობაში ეძებდა. ბავშვი საცხოვრებელი სახლიდან 3 კილომეტრში, აფრიკის დასახლებაში გუშინ იპოვეს. 12 წლის გიგა ბაგაშვილის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და მშობლების დასახმარებლად ბავშვი ჯართს ხშირად აგროვებდა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, როდესაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ქაღალდების […]

ქუთაისში მიკროავტობუსი მოიპარეს

ქუთაისში, ე.წ საღორიას დასახლებაში, მიკროავტობუსი მოიპარეს. მოპარული მიკროავტობუსი სამართალდამცველებმა მალევე იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, რომ მიკროავტობუსი დაზიანებული არ არის. გადაყვანილია საჯარიმო სადგომზე. მას პატრონს ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დაუბრუნებენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 177- ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიცია ქურდობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს.

“ყაზტრანსგაზის” 2 თანამშრომელს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

ყაზტრანსგაზის 2 თანამშრომელს, იმ ბრიგადის წევრებს, რომლებმაც დიდი დიღომში მდებარე კორპუსში გაზის გაჟონვის ფაქტი ვერ აღმოაჩინეს, ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. ისინი პოლიციამ გუშინ დააკავა. გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე (სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) და 220-ე (გულგრილობა) მუხლებით მიმდინარეობს. ყაზტრანსგაზის თანაშრომლები კორპუსის მცხოვრებლებმა 16 იანვარს, მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბუნებრივი აირის მძაფრი […]