რუსთავში საეკლესიო მაღაზია გაქურდეს

რუსთავში საეკლესიო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა.

მაღაზიიდან წაღებულია თანხა 250 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.