კატეგორია: სამართალი

სერგო მეთოფიშვილი – ”სამარცხვინოა, ბესელია ცდილობს, უზენაესი სასამართლო ჯიბის სასამართლოდ აქციოს!”

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: ”როგორც მოსამართლე, მე პასუხის ღირსად არ ვთვლი ბესელიას და მისნაირ პოლიტიკოსებს, თუმცა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და კოლეგიის თავმჯდომარე ვალდებული ვარ დავიცვა ზოგადად სასამართლო სისტემის და მოსამართლეების დამოუკიდებლობა. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ 2012 წლიდან პოლიტიკური წნეხისგან და პოლიტიკოსების გავლენებისგან გათავისუფლებულმა არაკორუმპირებულმა, კომპეტენტურმა და მიუკერძოებელმა […]

გია კორკოტაშვილი – ”ვაჟიკოს ჩხუბი რომ მოსვლოდა, ეგეთ რამეზე საქმის კურსში არ მაყენებს”

სროლა ვერაზე – ტატიშვილის ქუჩაზე დაწყებულ სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი “კურიერის” ინფორმაციით, ქართული მარშის” ყოფილი ლიდერის გია კორკოტაშვილის შვილი, ვაჟა კორკოტაშვილია. წყარო სამართალდამცავი უწყებებიდან “კურიერს” უყვება, რომ სროლას და დანით გიორგი ადუაშვილის დაჭრას წინ საქმის გარჩევა უძღოდა, რომელშიც ვაჟა კორკოტაშვილი მონაწილეობდა. ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის სწორედ კორკოტაშვილის სახლში დაიწყო და შემდეგ ტატიშვილის ქუჩაზე გაგრძელდა. შვილის კრიმინალურ გარჩევაში […]

სროლა ვერაზე – გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე გია კორკოტაშვილის შვილია

ხმაურიანი საქმის სკანდალური გაგრძელება. “კურიერმა” თბილისის ცენტრში მომხდარი შეირაღებული დაპირისპირების კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა გაარკვია. ის ქართული მარშის ყოფილი ლიდერის გია კორკოტაშვილის შვილი, ვაჟა კორკოტაშვილია. წყარო სამართალდამცავი უწყებებიდან “კურიერს” უყვება, რომ სროლას და დანით გიორგი ადუაშვილის დაჭრას წინ საქმის გარჩევა უძღოდა, რომელშიც ვაჟა კორკოტაშვილი მონაწილეობდა.

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ხუნჯუა ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ხმების რაოდენობით, მეორე ადგილი ირმა ჭკადუამ დაიკავა. აღნიშნულ პოზიციაზე ხუნჯუა 2 წლის ვადით აირჩიეს. „ნანა ხუნჯუა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საპროკურორო საბჭოს ახალი თავჯდომარედ აირჩიეს. საბჭოს სხდომაზე დღეს ორი კანდიდატურა დასახელდა, ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა […]

ოზურგეთში 38 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ოზურგეთში 38 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სუიციდის მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც, თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გორში ორი მაღაზია გაქურდეს

გორში ორი მაღაზია გაქურდეს. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ორივე შემთხვევა კომბინატის დასახლებაში, თარხნიშვილის ქუჩაზე მოხდა. ერთი მაღაზიიდან ალკოჰოლური სასმელები, მეორედან კი სასურსათო პროდუქტებია წაღებული. ორივე შემთხვევას გორის პოლიცია 177 მუხლის მეორე ნაწილით იძიებს.

აფხაზეთში შეიარაღებული თავდასხმები გრძელდება – ლიძავაში მოსკოველი ბიზნესმენი ააფეთქეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონის სოფელ ლიძავაში 15 იანვარს ბიზნესმენის მანქანა ააფეთქეს. ადგილობრივი ე.წ სამართალდამცავების ინფორმაციით, პაკეტში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა საქარე მინასა და „კაპოტს“ შორის იყო მოთავსებული. მძღოლმა გადაწყვიტა პაკეტი თავად ამოეძრო, რა დროსაც აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად მოსკოველმა ბიზნესმენმა მიხაილ ევალენკომ მძიმე დაზიანებები მიიღო. ის ოჯახმა სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც რამდენიმე რთული ოპერაცია […]

გიორგი ადუაშვილს განზრახ მკვლელობის მცდელობას აბრალებენ

თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი გიორგი ადუაშვილი, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობებით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. როგორც მისი მკურნალი ექიმი აცხადებს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის საავადმყოფოდან ხვალ გაეწერება. „გადაყვანილია პალატაში, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ არის, ჩვენ გავწერთ ხვალ,“-ამბობს ექიმი. მეორე დაკავებულის, კოტე ჯორბენაძის […]

სროლა ვერაზე – პოლიციამ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1986 წელს დაბადებული კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული განზრახ მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ […]

ვერაზე მომხდარი ინციდენტი კამერამ დააფიქსირა – ვიდეო

ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი ქუჩის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ჩანაწერის თანახმად, 16 საათსა და 27 წუთზე, მძღოლის გარეშე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაგორდა ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე. ავტომობილმა გადაჭრა მელიქიშვილის გამზირი და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მანქანას შეეჯახა. ავტომობილს საბარგულსა და უკანა მინაზე ნატყვიარები აღენიშნება. ვიდეომასალას “რადიო თავისუფლოება” ავრცელებს. https://www.facebook.com/tvpirveli/videos/386841022124405/