სისხლიანი გარჩევა ქობულეთში – დაჭრილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ე.წ. ქუჩური გარჩევა მოხდა, დაჭრილმა მამაკაცმა კრიმინალური ავტორიტეტები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შემთხვევა ე.წ. ემტეესის დასახლებასთან მოხდა. ადგილობრივები დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ. დაჭრილი მამაკაცის მამის ინფორმაციით, ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. მამისთვის […]
კატეგორია: სამართალი
ლაშა ქოიავა – “2008 წლის ომში უგულავას ყოველი სიტყვა დანაშაული იყო”
თუ ოდესმე საქართველოში შედგება ტრიბუნალი და იგი 2008 წლის ომს განიხილავს, გიგი უგულავა ამ ტრიბუნალზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი იქნება, – ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ „იმედის კვირას“ განუცხადა. ლაშა ქოიავას განცხადებით, 2008 წელს იგი გორის ცენტრში იმყოფებოდა და იცის, ვინ გასცემდა განკარგულებებს. მან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად, […]
პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო – დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში, წარსულში […]
კახეთში 12 წლის გოგონას გათხოვებაში ბებიამ ფული აიღო
კახეთში, 12 წლის გოგონას გათხოვებაში, ბებიამ გასამრჯელო აიღო. „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ გოგონა, რომელიც ორი წლის წინ 25 წლის მამაკაცს მიათხოვეს, ბებიასთან იზრდებოდა და მისი გათხოვების სანაცვლოდ, ბებიამ სოლიდური თანხა მოითხოვა. გოგოს ახლობელი ჰყვება, რომ შუამავლის როლი მამაკაცის ბიძამ შეასრულა. „ამ გოგოს მამა არ ჰყავს, დედა იმავე სოფელშია გათხოვილი, სადაც ეს ბავშვი გაათხოვეს. პატარა გოგოა, ვერ […]
“მევახშეები თაღლითურ სქემებს იყენებენ” – ასოციაციის განცხადება
„იპოთეკით და მევახშეებისგან დაზარალებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია. მევახშეები სხვადასხვა თაღლითურ სქემებს იყენებენ და მათ ძლიერი მფარველები, ე.წ ლობი ჰყავთ, – ამის შესახებ „იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა“ ასოციაციის იურისტებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ასოციაციის იურისტებმა იმ ათობით შემთხვევაზე ისაუბრეს, სადაც ჩანს როგორ თაღლითურად ითვისებენ კერძო მევახშეები მოწყვლადი ჯგუფების საცხოვრებელ ფართებს და გონივრული ეჭვი გამოთქვეს, რომ ხშირად […]
თბილისში, კლუბებში მუქარით და მოტყუებით ტურისტებს არარეალურ თანხებს ახდევინებდნენ…
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა. დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 13 წევრი. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითური ქმედებით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ. ბრალდებულები ტურისტებს მოტყუებით, მუქარით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალები, რომლებიც […]
ქუთაისში პოლიციელმა ვალების გამო თავი მოიკლა
ქუთაისში პოლიციელმა თავი მოიკლა. ქალაქის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომელმა გივი დანგაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით სამსახურეობრივი იარაღით დაასრულა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სუიციდი პოლიციელმა ვალების და დაბალი ხელფასის გამო გადაწყვიტა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული დაბალი ხელფასის გამო, ხშირია შემთხვევები, როდესაც პროფესიონალი კადრები პოლიციას ტოვებენ და ოჯახების სარჩენად იძულებულები არიან, საზღვარგარეთ წავიდნენ. ინფოიმერეთი
ციხეში გარდაცვლილი ირაკლი ქორიძე უდანაშაულოდ ცნეს
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეეებმა: ლალი ფაფიაშვილმა, შალვა თადუმაძემ და მამუკა ვასაძემ, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ძალიან ხმაურიან საქმეზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანეს. 4 წლის შემდეგ უმძიმესი ბრალდებით გასამართლებული ირაკლი ქორიძე ნარკოდანაშაულში უდანაშაულოდ სცნეს და ორი ინსტანციის განაჩენი გააუქმეს. სამწუხაროდ, ამ განაჩენს თავად ბრალდებული ვერ მოესწრო, რადგან ის ციხეში სიმსივნით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიუხედავად, ადვოკატ დავით კორკოტაშვილს ფარხმალი […]
პროკურორი იაკობიძე – “მოწმემ თქვა, რომ ლაშქარავას სახეზე დაზიანება ჰქონდა”
დაკითხული მოწმის ჩვენებით, მას არ გაუგონია ხმები, რომელიც ბრალდების მხარემ ნივთიერი მტკიცებულებების დროს სასამართლო პროცესზე წარმოადგინა და რომელშიც აქციის მონაწილეების მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმის ჟურნალისტების მიმართ, – ამის შესახებ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა. 23 მარტის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის ერთი მოწმე დაიკითხა, რომელიც აქციის მონაწილეთაგან ერთ-ერთია და „ სირცხვილიას” […]
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი უროთი მოკლეს
მკვლელობა მოხდა ფოთში – კაკულიას ქუჩაზე 30 წლამდე კაცი უროთი მოკლეს. შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი მეზობლები იყვნენ. ისინი გვიან ღამით სუფრაზე იმყოფებოდნენ, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, ბრალდებულმა მოკლულს სახლში მიაკითხა და ურო თავში ჩაარტყა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად […]









