ციხეში გარდაცვლილი ირაკლი ქორიძე უდანაშაულოდ ცნეს

ციხეში გარდაცვლილი ირაკლი ქორიძე უდანაშაულოდ ცნესუზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­ლა­ტის მო­სა­მარ­თლე­ე­ებ­მა: ლალი ფა­ფი­აშ­ვილ­მა, შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ და მა­მუ­კა ვა­სა­ძემ, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ან საქ­მე­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნეს. 4 წლის შემ­დეგ უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ირაკ­ლი ქო­რი­ძე ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში უდა­ნა­შა­უ­ლოდ სცნეს და ორი ინ­სტან­ცი­ის გა­ნა­ჩე­ნი გა­ა­უქ­მეს.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ გა­ნა­ჩენს თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი ვერ მო­ეს­წრო, რად­გან ის ცი­ხე­ში სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ად­ვო­კატ და­ვით კორ­კო­ტაშ­ვილს ფარ­ხმა­ლი არ და­უყ­რია და ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლა თა­ვი­სი და­სა­ცა­ვის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, სა­სა­მარ­თლოს ეს ვერ­დიქ­ტი უპ­რე­ცე­დენ­ტოა და ამით სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრე­ცე­დენ­ტი შე­იქ­მნა.

2018 წელს, ირაკ­ლი ქო­რი­ძე მა­შინ და­ი­ჭი­რეს, როცა ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი მე­უღ­ლე კლი­ნი­კი­დან შვილ­თან ერ­თად გა­მო­ყავ­და. მა­შინ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის სკან­დალ­ში კა­ტას­ტრო­ფის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრიც გა­ეხ­ვა. ბრალ­დე­ბუ­ლი ირაკ­ლი ქო­რი­ძე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი იყო და მას­თან ერ­თად, მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს, მეტ­სა­ხე­ლად “ბა­ხა­ლას” ედე­ბო­დათ ჯგუ­ფურ და­ნა­შა­ულ­ში ბრა­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ირაკ­ლი ქო­რი­ძემ ექი­მი მა­მის რე­ა­ნო­მო­ბი­ლი გეგ­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრა­ლი საკ­მა­ოდ მძი­მე იყო და თით­ქოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლიც.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ მა­შინ დიდი ხმა­უ­რი ატყდა, რად­გან გა­ირ­კვა, რომ ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ირაკ­ლი ქო­რი­ძე ცი­ხი­დან შე­წყა­ლე­ბით ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო. სწო­რედ ანა­ლო­გი­უ­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის საკ­მა­ოდ დიდი სას­ჯე­ლი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან, ამის გამო მა­შინ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს აკ­რი­ტი­კებ­დნენ და არა­ერ­თი მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და. გავ­რცელ­და მა­შინ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქო­რი­ძე მაკა ჩი­ჩუ­ას ბი­ძაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე იყო და ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ქო­რი­ძე სწო­რედ ამ მო­ტი­ვით შე­ი­წყა­ლა.

ახალ საქ­მეს­თან და­კავ­შრე­ბით ქო­რი­ძეს მო­სა­მარ­თლემ 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ქო­რი­ძე და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებ­და. მისი ად­ვო­კა­ტი პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ქო­რი­ძე უდა­ნა­შა­უ­ლო იყო და მის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხი­ლე­ბი არ არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა ეს გა­ნა­ჩე­ნი მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­მაც ძა­ლა­ში და­ტო­ვა.

ირაკ­ლი ქო­რი­ძის ად­ვო­კა­ტი და­ვით კორ­კო­ტაშ­ვი­ლი:

– უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ამ­დენ­წლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მი­ვი­ღეთ, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლი ირაკ­ლი ქო­რი­ძე გარ­დაც­ვლი­ლია, მას 15 წელი უკა­ნო­ნოდ ჰქონ­და მის­ჯი­ლი.

ალ­ბათ გახ­სოვთ ეს ხმა­უ­რი­ა­ნი საქ­მე, პირ­ვე­ლად რე­ა­ნი­მო­ბი­ლის მძღო­ლი ჯაბა ხუ­ლორ­და­ვა და­ა­კა­ვეს. მას მან­ქა­ნა­ში დიდი ოდე­ნო­ბით სუ­ბო­ტექ­სი აღ­მო­უ­ჩი­ნეს. და­კა­ვე­ბულ­მა თქვა, რომ ეს ნარ­კო­ტი­კი ეკუთ­ვნო­და “ბა­ხა­ლას” და ირაკ­ლი ქო­რი­ძეს. მე­ო­რე დღეს “ბა­ხა­ლა” ტაქ­სით მგზავ­რობ­და და ისიც ძა­ლოვ­ნებ­მა და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ვიცი, მას მა­შინ ჩა­უ­დეს ნარ­კო­ტი­კე­ბი და ამის­თვის იხ­დის სას­ჯელს. მა­შინ ირაკ­ლი ქო­რი­ძეს­თან არა­ვინ მი­სუ­ლა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ საქ­მე­ში იყო ხუ­ლორ­და­ვას ჩვე­ნე­ბა. ქო­რი­ძე არც კი და­უ­კი­თხავთ. გა­მო­ძი­ე­ბის დროს ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლა ხუ­ლორ­და­ვამ და თქვა, რომ მის­გან ეს ჩვე­ნე­ბა ზე­წო­ლის შე­დე­გად იყო მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას საპ­რო­ცე­სო გა­უ­ფორმ­და და ისევ ამ­ხი­ლა გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ქო­რი­ძე. მათი და­კა­ვე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, ირაკ­ლი ქო­რი­ძე და­ა­კა­ვეს და “ბა­ხა­ლას” მსგავ­სად მა­საც 260-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლის “ა” და “ბ” ქვე­პუნ­ქტე­ბით ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს.

ირაკ­ლი ქო­რი­ძეს კი 15 წელი მი­უ­სა­ჯეს. ეს გა­ნა­ჩე­ნი გა­ვა­სა­ჩივ­რეთ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და ვა­სა­ბუ­თებ­დით არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად, რა­ტომ არ უნდა ეც­ნოთ დამ­ნა­შა­ვედ სა­სა­მარ­თლოს ქო­რი­ძე. გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო და ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­დი­ო­და, რომ ეს არ იყო ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლი. ვამ­ტკი­ცებ­დით, რომ ეს კვა­ლი­ფი­კა­ცია მო­სახ­სნე­ლი იყო და რომ და­ნა­შა­უ­ლი მარ­ტო ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი ხუ­ლორ­და­ვას.

გვქონ­და ამის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტე­ბიც. ერთი არ­გუ­მენ­ტი იყო მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი, ასე­ვე ის, რომ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი არც კი გა­მო­კი­თხეს ამ საქ­მე­ზე ქო­რი­ძე, აშ­კა­რად ჩან­და, საქ­მე თეთ­რი ძა­ფით იყო ნა­კე­რი, მაგ­რამ ჩვე­ნი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აპე­ლა­ცი­ა­მაც ძა­ლა­ში და­ტო­ვა ეს გა­ნა­ჩე­ნი, ამის შემ­დეგ წა­ვე­დით უზე­ნა­ეს­ში.

4-წლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ მო­ვი­გეთ ეს საქ­მე. ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი პრე­ცე­დენ­ტი, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი აქვს პა­ლა­ტას დაც­ვის მხა­რის მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ ეს ბრალ­დე­ბა არის უკა­ნო­ნო, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი, ერ­თმა­ნეთს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მოწ­მის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა ფრთხილ მიდ­გო­მას სა­ჭი­რო­ებს. მხო­ლოდ ხუ­ლორ­და­ვას ჩვე­ნე­ბა არის საქ­მე­ში ძი­რი­თა­დი, პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მარ­ტო ის ადებს ხელს და ეს არ არის საკ­მა­რი­სი, სხვა ყვე­ლა­ფე­რი არის ირი­ბი ჩვე­ნე­ბა და არ არის უტყუ­ა­რი. გო­ნივ­რულ ეჭვს მიღ­მა სტან­დარ­ტით უნდა და­დას­ტურ­დეს პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბაო.

– ამ გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ შე­უძ­ლია ოჯახ­მა მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნოს და კომ­პენ­სა­ცია მო­ი­თხო­ვოს? თუ რად­გან ია­რა­ღის ნა­წილ­ში გა­ნა­ჩე­ნი არ შეც­ვლი­ლა, ამას ვერ შეძ­ლე­ბენ

– შე­უძ­ლია ოჯახ­მა ამა­ზე იდა­ვოს, რად­გან ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი ამ მძი­მე ბრალ­დე­ბა­ზე იყო. ია­რაღ­ზე სა­ერ­თოდ ხმა არ ამო­მი­ღია უზე­ნა­ეს­ში, არც გვი­და­ვია და არც გაგ­ვი­მახ­ვი­ლე­ბია ყუ­რა­დღე­ბა. ირაკ­ლი ქო­რი­ძეს სამი შვი­ლი ყავს, რომ და­ა­კა­ვეს ახალ­შო­ბი­ლი იყო მისი პა­ტა­რა. შვი­ლე­ბი ეზ­რდე­ბა და ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა ამ უმ­ძი­მეს ბრალ­დე­ბა­ში. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და ოჯა­ხი. მა­მა­მი­სი, თე­მურ ქო­რი­ძე გა­დაყ­ვა ამ ბრალ­დე­ბა­ზე დარდს, დედა ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. ალ­ბათ ვი­და­ვებთ მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის­თვი­საც. შე­ვუ­თან­ხმდე­ბი ოჯახს. ახლა 4 წლის შემ­დეგ გა­ნა­ჩე­ნით დამ­ტკიც­და ირაკ­ლი ქო­რი­ძის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და რომ ამ­დე­ნი ტა­ლა­ხი ტყუ­ი­ლად გვეს­რო­ლეს.

– მისი ქო­ნე­ბა და­ყა­და­ღე­ბუ­ლი იყო, ამ კუ­თხით რა მოხ­დე­ბა?

– ამ კუ­თხი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს გა­ნა­ჩე­ნი. მის უძ­რავ ქო­ნე­ბას მა­შინ და­ა­დეს ყა­და­ღა და ცალ­კე საქ­მე აღ­ძრეს, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას­თან გვაქვს საქ­მეო. ჩათ­ვა­ლეს, რომ ეს არის ნარ­კო­ტი­კე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხით შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბა. არა­და კრე­დი­ტით იყო შე­ძე­ნი­ლი. ამ გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ ქო­ნე­ბას ყა­და­ღა მო­ეხ­სნე­ბა და და­უბ­რუ­ნე­ბა ოჯახს. სამ­წუ­ხა­როდ, ამას თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი ვერ მო­ეს­წრო. ის სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­და ამ ბრალს. ბავ­შვებ­ზე, მე­უღ­ლე­ზე და დე­და­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. ნერ­ვი­უ­ლო­ბის ფონ­ზე გა­ურ­თულ­და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. პირ­ვე­ლად რომ და­ი­ჭი­რეს, მა­შინ თავ­ში ურტყეს და შემ­დეგ თავ­ში სიმ­სივ­ნე გა­ნუ­ვი­თარ­და, ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

– “ბა­ხა­ლა” ისევ ცი­ხე­შია დღეს?

– გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი რო­გორც ვიცი, რუს­თა­ვის მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დის სას­ჯელს.

თეა ხურცილავა, ამბები