კატეგორია: სამართალი

გოგა ონიანმა შინაპატიმრობა მოითხოვა, მაგრამ უარი ეთქვა

ნაციონალური მოძრაობის დაკავებულმა წევრმა, ადვოკატმა გიორგი ონიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მიმართა, თუმცა საბჭომ ონიანს შინაპატიმრობაზე უარი უთხრა. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ონიანის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა. “გიორგი ონიანი აკმაყოფილებდა აბსოლუტურად ყველა იმ კრიტერიუმს, რაც ამ საბჭოს დებულებით და პატიმრობის შესახებ კანონით არის გათვალისწინებული. მას აუცილებლად უნდა შეხებოდა […]

თელავში დაჭრეს დედათა მონასტრის წინამძღვრის შვილი და 2 სხვა პირი

სისხლიანი გარჩევა თელავში – დაპირისპირების შედეგად სამი ახალგაზრდა დაიჭრა გვიან ღამით აღმაშენებლის ქუჩაზე. შემთხვევა ცხოველური ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის ოფისში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღვოდა, რის შემდეგაც, სავარაუდო თავდამსხმელმა ავტომატიდან რამდენიმეჯერ გაისროლა. დაშავებულებს ჭრილობები ქვედა კიდურებზე აქვთ მიყენებული – მათ შორის ერთი თელავის დედათა მონასტრის წინამძღვრის, მამა გენადის შვილი, გიორგი გოგილაშვილია. ინციდენტის შემდეგ, სამივე […]

ციხეში გარდაცვლილი გიორგი ფასიეშვილის ოჯახი ციხის ხელმძღვანელებს მადლობას უხდის

გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებთან არანაირი პრეტენზია არა აქვთ. მათი თქმით, პატიმარი თავად აცხადებდა უარს მკურნალობაზე. გარდაცვლილის დედა და ბებია ამბობენ, რომ ციხის ხელმძღვანელობის მადლიერები არიან, მათი ოჯახის წევრისთვის მაქსიმალური ყურადღების მიქცევის გამო. თუმცა სამწუხაროდ, თავად ფასიეშვილმა განაცხადა უარი მკურნალობაზე. როგორც ოჯახი ამბობს, პატიმარს ფსიქიკური სახის პრობლემებიც ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ოზურგეთელი პატიმარი, […]

“ვ.მ. კირკიტაძესთან ერთად პოლიციელს თავს დაესხა” – კახეთში 16 დეკემბრის ინციდენტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ 1 პირი დააკავა. ამასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1986 წელს დაბადებული ვ.მ. გარდაბნის რაიონში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დგინდება, რომ ვ.მ. 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტების […]

ზაზა სარალიძემ შსს დატოვა – ”ბორცვაძე დამპირდა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება”

ზაზა სარალიძემ შსს-ს შენობა დატოვა. მოკლული დავით სარალიძის მამამ საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათი გაატარა. მას უწყების წარმომადგენლებმა ხელახალი გამოძიების შედეგები და მოპოვებული ახალ მტკიცებულებები გააცნეს. გამომძიებელთან შეხვედრის შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელისგან, ვლადიმერ ბორცვაძისგან, მიიღო პირობა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება. ზაზა სარალიძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში მისი შვილის მკვლელობის საქმეზე […]

შსს-მ დააკავა ლ.ბ., რომელმაც პროკურორ ნეფარიძეს სანთებელა თავში ესროლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1995 წელს დაბადებული პირი ლ.ბ სასამართლოს უპატივცემლობის ბრალდებით დააკავა. უწყების ინფორმაციით, ლ.ბ.-მ სანთებელა ისროლა, რომელიც პროკურორ დავით ნეფარიძეს შუბლის არეში მოხვდა, რამაც მას დაზიანება მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტზე, კერძოდ, სამართალწარმოების მონაწილის მიმართ უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაკავებულია […]

აურზაური ბუტა რობაქიძის საქმეზე – პროკურორს თავში სანთებელა ესროლეს – ვიდეო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა სანთებელა ისროლა, რომელიც საქმის პროკურორ დავით მეფარიძეს თავში მოხვდა. ამ წუთებში დარბაზში ექიმია მიყვანილი. ამასთან, ერთ-ერთ ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს, რომელიც სასამართლომ სხვა პირების მსგავსად დამნაშავედ ცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, დაკავებულების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. […]

გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს და დავით იაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე 5-5 წლით პატიმრობა შეეფარდათ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს პატიმრობა 5 წლითა და სამი თვით მიუსაჯეს. გურამ დონაძე დამნაშავედ 332-ე მუხლით იქნა ცნობილი ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმეში გამოძიება დონაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მის გარდა დამნაშავედ იქნენ ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც მოსამართლის განცხადებით, ირაკლი ფირცხალავა […]

ხმაური სააპელაციო სასამართლოში – ზაზა სარალიძეს მანდატურებმა შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძეის მამა ზაზა სარალიძე მანდატურებმა სააპელაციო სასამართლოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ზაზა სარალიძის თქმით, ხორავას საქმის პროკურორი იმედა გუგუშვილი დააწინაურეს, რაც შვილმოკლულმა მამამ გააპროტესტა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის პროკურორს. ხორავას საქმის არსებითი განხილვა სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ნაცემი სამხედრო დავით ბერიშვილი რუსთავი 2-ში მივიდა – ის ცემას ელგუჯა ბიბინიძეს აბრალებს

სასტიკად ნაცემი სამხედროს ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია. დავით ბერიშვილი ამ დრომდე რეგიონულ ჰოსპიტალში მკურნალობს. მას ქალა ტვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა აღენიშნება. ბერიშვილი, რომელიც დახმარებისთვის “რუსთავი” 2-ში მოვიდა, თავდასხმაში ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს ადანაშაულებს. ბრალდებებს უარყოფს ვიცე-პოლკოვნიკი. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ კი გამოძიება 387-ე მუხლით დაიწყო, რაც სამხედრო მოსამსახურის ძალადობაზე პასუხისმგებლობას გულისხმობს. ჯარისკაცი კი, რომელიც წვრთნებს […]