გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროცესი დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დაცვის მხარის ადვოკატი სასამართლოში გვიან მივიდა. გიორგი კონდახაშვილმა 27 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი თავდებობის წერილიც წარადგინა, რათა დავით კირკიტაძეს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება შეეფარდოს. სხდომათა დარბაზში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არიან, მათ შორის პროცესს ესწრება მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილიც. სასამართლოში ხმაურიც […]
კატეგორია: სამართალი
გურჯაანის სასამართლოსთან ქალ პოლიციელებს ოპოზიციამ ყვავილები მიუტანა
გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. სასამართლო ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისთვის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დაიწყებს მსჯელობას. სასამართლოსთან „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები, რომლებიც კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი თანაგუნდელი უკანონოდ არის დაკავებული. გურჯაანის სასამართლოს წინ ქალი პოლიციელები არიან მობილიზებული, რომელთაც ოპოზიციამ ყვავილები მიართვა.
“პუტინის მონა ივანიშვილისგან დაიცავით ეს ქვეყანა“ – აქცია გურჯაანის სასამართლოსთან
გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან დავით კირკიტაძის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს მიმართავენ და სთხოვენ, უკანონობას ნუ დაიცავენ. „ვის იცავთ პოლიციელებო? ქვეყანა გაქვთ დასაცავი. პატრიოტებისგან იცავთ ამ ქვეყანას? პუტინის მონა ივანიშვილისგან დაიცავით ეს ქვეყანა“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
“ასე ეშინიათ ჩვენი?” – გურჯაანის სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული
გურჯაანის სასამართლოსთან სამართალდამცველთა გაძლიერებული რაოდენობაა მობილიზებული. იქ ნახევარ საათში დავით კირკიტაძის პროცესი უნდა დაიწყოს, რის შემდეგაც გაირკვევა აღკვეთის ღონისძიების რა ფორმას შეუფარდებენ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს. კირკიტაძე ცოტა ხნის წინ უკვე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში. „წინასწარ იცოდნენ, რომ გუშინ სასამართლოს არ ჩანიშნავდნენ. დღეს მოახდინეს მობილიზება სრულიად. მე მაინტერესებს დღეს სამართალდამცველები თუ იცავენ წესრიგს კახეთში, […]
დავით კირკიტაძე გურჯაანის სასამართლოში გადაიყვანეს
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გურჯაანის რაიონულ სასამართლოში უკვე გადაიყვანეს. სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე 10:30 საათიდან დაიწყებს მსჯელობას. სასამართლოსთან იკრიბებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები, ისინი მათი თანაგუნდელის გათავისუფლებას მოითხოვენ. კირკიტაძე 17 დეკემბერს დააკავეს, მას ბრალი ოფიციალურად გუშინ, სსკ-ის 253-ე პრიმა მუხლით წაუყენეს. ნიუპოსტი
გურამ დონაძე – “მოსამართლე მგელიაშვილმა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა… ზაზა ბაქრაძემ პოლიტპატიმრად მაქცია”
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, რომელიც სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში იმყოფება, განცხადებას ავრცელებს და მის მიმართ გამოტანილ განაჩენს აფასებს. “2018 წლის 18 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე – დავით მგელიაშვილმა, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა. მგელიაშვილმა, პირადი ინტერესები კანონზე მაღლა დააყენა და ყოველგვარი მტკიცებულებების […]
თბილისში დააკავეს ქალი, რომელმაც 16 დეკემბერს კახეთში პოლიციის მანქანა დააზიანა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ქალი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს, 1960 წელს დაბადებული ქეთევან მირიანაშვილი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.მ.-მ სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის […]
სისხლიანი გარჩევა თელავში – დააკავეს 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ა.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი […]
დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს დავით კირკიტაძეს, რომელიც ორი დღის წინ 16 დეკემბერს განვიტარებული მოვლენების შედეგად დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედავება. გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები და ისინი დავით კირკიტაძის გათავისუფლებას მოითხოვენ.
სისხლიანი გარჩევა ვაკეში – დავით კაჭარავა და მასთან ერთად მყოფი 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული დ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 16 ნომერში, ურთიერთშელაპარაკება მოხდა დ.კ.-ს, 1992 წელს დაბადებულ ი.რ.-სა და 1997 წელს […]










