გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს და დავით იაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე 5-5 წლით პატიმრობა შეეფარდათ

გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს და დავით იაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე 5-5 წლით პატიმრობა შეეფარდათსასამართლოს გადაწყვეტილებით, შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს პატიმრობა 5 წლითა და სამი თვით მიუსაჯეს. გურამ დონაძე დამნაშავედ 332-ე მუხლით იქნა ცნობილი

ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმეში გამოძიება დონაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მის გარდა დამნაშავედ იქნენ ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც

მოსამართლის განცხადებით, ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნობილია 332 მუხლით და მიესაჯა 5 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

დავით იაშვილი – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ზურაბ მიქაძე 5 წლით და 3 თვით.

ზაზა ბაქრაძეს, რომელიც დანაშაულს აღიარებდა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანადებობის დაკავების უფლება.

გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.