მარნეულში ქალი მოკლეს

მარნეულში ქალი მოკლესმარნეულის რაიონის სოფელ კიროვკაში მკვლელობა მოხდა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. ამის შესახებ 1TV.GE წერს.

როგორც თანასოფლელები ყვებიან, მოკლულია შუახნის ქალი, რომლის ცხედარი საკუთარ სახლში ნათესავმა ნახა.

მათივე თქმით, სახლის ეზოში აღმოაჩინეს ორმოც. მეზობლები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ორმოში აპირებდა მკვლელობის ჩამდენი ცხედრის დამარხვას.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.