საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე საბერძნეთიდან საქართველოში, დამამძიმებელ გარემოებებში ნატო კვეზერელისა და გურამ კვეზერელის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის გიორგი ყუფარაძის ექსტრადირება განხორციელდა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. გიორგი ყუფარაძის მიმართ ძებნის გამოცხადების თხოვნით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს 2016 წლის 21 აპრილს მიმართა. პარალელურად, უწყებამ, ბერძნულ მხარეს გ. ყუფარაძის წინასწარი დაკავების თხოვნით მიმართა. 2016 წლის 3 […]
კატეგორია: სამართალი
რუსთავში ფერადკანიანი მამაკაცი ცემეს – ვიდეო
რუსთავში ფერადკანიანი მამაკაცი ცემეს. ინციდენტი მიკროავტობუსში მას შემდეგ მოხდა, როდესაც ტრანსპორტში 43 წლის, უცხო ქვეყნის მოქალაქე ავიდა. არსებული ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ფერადკანიან მამაკაცს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უცხო ქვეყნის მოქალაქემ მოასწრო და ვიდეოს გადაღება მოახერხა. რა მოხდა მიკროავტობუსში, დეტალები ნახეთ ვიდეოში. “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ 126-ე მუხლით […]
“კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ნანა კაკაბაძე და მისი ორგანიზაციის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ – დაზიანებულია აპარატურა
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ნანა კაკაბაძე და მისი ორგანიზაციის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხელისუფლებასთან დაკავშირებული არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მათ დაფინანსებასთან დაკავშირებულმა კითხვებმა გააღიზიანა. კონფლიქტის შედეგად დაზიანებულია “რუსთავი 2”-ის აპარატურა.
ლისის ტბასთან ავარიას წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა
ლისის ტბასთან ავარიას წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა. ბავშვს დაეჯახა ავტომობილი, რომელსაც 18 წლის გოგო მართავდა. ახალგაზრდა მძღოლს ბრალი უკვე წარუდგინეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მას ბრალი 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. პრაიმტაიმი
გარდაბანში ნაციონალმა აქტივისტმა „ოცნების“ წარმომადგენელი ცემა
არსებული ინფორმაციით, გარდაბანში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სავარაუდოდ, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძლადობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ფარგლებშიც თვითმხილველების გამოკითხვა ხდება.
კოლინ გიფსონი – “ბიძინა ივანიშვილი ლონდონის სასამართლოში დაიბარეს”
ბიძინა ივანიშვილს ლონდონის სასამართლო დაკითხვაზე იბარებს – საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრსა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს საერთაშორისო სასამართლოსთვის მოუწევს ახსნა, თუ რატომ ერეოდა ის კომპანია „ომეგას“ საქმიანობაში. ივანიშვილმა ლონდონის სასამართლოში უნდა განმარტოს რისთვის ითხოვდა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისგან 4 მილიონ ლარს. ზაზა ოქუაშვილის ინტერესების დამცველი კოლინ გიფსონი ამბობს, რომ სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, დიმიტრი ქუმსიშვილი, ანზორ ჩუბინიძე, ლევან ყიფიანი, გიორგი გახარია […]
ვაჟა-ფშაველას გამზირზე 45 წლის ქალი მოკლეს – დააკავეს გ.ხ.
მკვლელობა თბილისში – ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთი პირი მოკლეს. „კურიერი“ ინფორმაციით, ის ქალია. მკვლელობას წინ ინციდენტი უძღოდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის ფაქტს ადასტურებს. გამოძიება 108-განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ადგილზე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს – […]
ზუგდიდში ძმის შვილმა ბიძა მოკლა
ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში ნათესავებს შოროს კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ძმის შვილმა ბიძა მოკლა. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ლ.ა. განზრახ […]
ნიკა რურუა – ”კაფე სტრადაში ვსვამდით ყავას და 10 მეტრის უკან რამდენჯერმე ისროლეს”
შეიარაღებული თავდასხმა თბილისში – ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა კაფე სტრადასთან. დაჭრილია ერთი ადამიანი. როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს თავდამსხმელმა პისტოლეტიდან ესროლა და მას თითქმის მთელი მჭიდი დააცალა. მომხდარს შეესწრო ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა რურუა. მისი თქმით დაჭრილმა სასწრაფო დახმარების ექიმების გამოძახებაზე უარი განაცხადა და მას დახმარება კაფეშივე აღმოუჩინეს. ნიკა რურუას ინფორმაციით, დაზარალებულს მიპარვით […]
წითელ ხიდზე ტაქსს თავს 5 შეიარაღებული პირი დაესხა
წითელ ხიდზე ტაქსს თავს ხუთი შეიარაღებული პირი დაესხა. ბოროტმოქმედები მანქანაში მყოფ პირებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტაქსის მძღოლი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. დაზარალებული ტაქსის მძღოლის შვილი აცხადებს, რომ გზაზე მოძრავ მანქანას რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა გზა გადაუღობა და მგზავრებს გაზის იარაღიდან ესროლა. „მამაჩემი ტაქსისტია. წითელი ხიდიდან კლიენტები მოჰყავდა. დაახლობით დილის 10 საათზე ამ გზაზე ბეემვეს მარკის მანქანა დაედევნა და […]










