თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, გამთენიისას, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ქართველი სამხედროს ლუკა ჩხეტიას და “ნიუპოსტთან” აცხადებს, რომ მისი ძმა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლია. მარინა ჩხეტია აღნიშნავს, რომ დაკავებულს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. “ჩემი ძმა ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინაში საბრძოლო ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას. უკრაინაში ოპოზიციის აქციების დროსაც დააკავეს, თუმცა დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც უკრაინაში აგრძელებდა მოღვაწეობას. […]
კატეგორია: სამართალი
სპეცოპერაცია თბილისში – სასტუმრო ალიანსში ლუკა ჩხეტია და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს
სპეცოპერაცია თბილისში – გამთენიისას ლიხაურის ქუჩაზე სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. დაკავებულია უკრაინის 5 მოქალაქე. ისინი ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო “ალიანსში” 27 ნოემბერს შევიდნენ. ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად თბილისში 3 მათგანი ჩამოვიდა, მოგვიანებით კი მათ კიდევ 2 პირი შეუერთდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული […]
თბილისში ჯეოსელის ოფისი გაქურდეს
გამთენიისას, თბილისში, “ჯეოსელის” ოფისი გაქურდეს. შემთხვევა მარჯანიშვილზე, ერთ-ერთ ფილიალში მოხდა. დამნაშავებმა შენობაში შესვლა ცენტრალური კარიდან მოახერხეს, წაღებულია მობილური ტელეფონები. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობა. სავარაუდოდ, არასრულწლოვნის მიერ არის ჩადენილი. მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის აღძრული.
დავით მაჭავარიანი – “როდესაც ჩოჩქოლი დავინახე, გასაშველებლად მივედი, უკნიდან ვიღაცამ დამარტყა”
ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის მონაწილე, დედაქალაქის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი აცხადებს, რომ კონფლიქტი პოლიტიკურ ნიადაგზე არ დაწყებულა. მაჭავარიანის თქმით, მის მეგობარს, რომელიც საქმეზე სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც მას ჰქონდა რეაქცია. მისივე თქმით, მის მეგობარს, რომელიც დაკავებულია, სახეზე დაზიანება აქვს. მისივე თქმით, თავად ინციდენტის მონაწილეებს მხოლოდ აშველებდა. „არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ […]
თაკო ჩარკვიანს თავს თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავარიანი დაესხა – ვიდეო
თაკო ჩარკვიანზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილეებიდან ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, დავით მაჭავარიანია. თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალიდან შესაძლებელია თავდამსხმელებიდან ერთ-ერთის იდენტიფიცირება და ის თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, დავით მაჭავარიანია. შეგახსენებთ, რომ თაკო ჩარკვიანს, რომელიც გრიგოლ ვაშაძის ღია მხარდამჭერია, რამდენიმე პირი თავს იმ დროს დაესხა, როცა ის მეუღლესთან, ჯონი გიგანთან, ერთად აეროპორტში შვილს აცილებდა. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, […]
თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმა – სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს
ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს: „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, […]
თაკო ჩარკვიანი – “აქ იყო ჩვეულებრივი ცემა-ტყეპა… პრობაციონერი ვარო… ჩემს მეუღლეს ჩაქოლავდნენ… პოლიცია არ განძრეულა” – რა მოხდა ქუთაისის აეროპორტში
ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს თავს დაესხნენ. თაკო ჩარკვიანის განცხადებით ეს იყო პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული თავდასხმა და ამას თავად თავდამსხმელები აცხადებდნენ. “ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ბანდა იყო ჩვეულებრივი, პრობაციონერი ვარო, ერთი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, პოლიტიკურ ნიადაგზე, აეროპორტში რომ დაგვინახეს, გვითხრეს დატოვეთ ქალაქიო, აგრესია იყო ძირითადად ჩემზე და ჩემს მეუღლეზე, მარტო იყო ჩემი მეუღლე, აქ […]
თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ
“კურიერის” ჯგუფზე თავდასხმის გამო გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის 3 მუხლით დაიწყო
კურიერის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო, გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის 3 მუხლით დაიწყო – ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, სხვისი ნივთის დაზიანება და ოფისში უკანონო შეღწევის გამო. ბოლო მუხლი, სავარაუდოდ, სწორედ რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფს ეხება, რომელსაც ნანა კაკაბაძემ და მისმა მომხრეებმა დააზიანეს ტელეკომპანიის აპარატურა და ოფისიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს ჟურნალისტი და ოპერატორი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, საინფორმაციო […]
თბილისის აეროპორტში ირანის 6 მოქალაქე დააკავეს
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის 6 მოქალაქე – 1983 წელს დაბადებული თ. ჯ., 1990 წელს დაბადებული ფ.რ., 1969 წელს დაბადებული ჰ.ხ., 1969 წელს დაბადებული მ.ხ., 1978 წელს დაბადებული ზ.ხ. და 1967 წელს დაბადებული ფ.დ. დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში ედებათ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, […]










