თბილისში, მუხიანში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 33 წლის მამაკაცი, ნიკა ცაციაშვილი მოკლეს. დაჭრილია კონფლიქტში მონაწილე პირი – ჭრილობა ბარძაყის არეში აღენიშნება. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ გვიან ღამით, 02:00 საათზე, დაახლოებით, 7 გასროლის ხმა გაიგეს. მკვლელობა ცაციაშვილის საცხოვრებელი სახლის წინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, თავადამსხმელმა გაქცევა მოასწრო. არაოფიციალური […]
კატეგორია: სამართალი
მიცკევიჩზე “ნიკორას” სადისტრიბუციო ავტომობილი გაქურდეს
თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, სუპერმარკეტ “ნიკორას” სადისტრიბუციო ავტომობილი გაქურდეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის დეტალები უცნობია, ასევე უცნობია რისი წაღება შეძლეს ქურდებმა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. რუსთავი 2
სისხლიანი გარჩევა მუხიანში – 1 ადამიანი მოკლეს, 1 დაჭრეს
თბილისში, მუხიანში, სისხლიანი გარჩევის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს, ხოლო ერთი დაჭრეს. შემთხვევა თბილისის გარეუბანში გვიან ღამით მოხდა, დაშავებული მამაკაცი დაზიანებებით მეხუთე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახალგაზრდას დაზიანება ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის, 236-ე იარაღის უკანონო შეძენა- შენახვისა და […]
ზურაბ შამათავა გაათავისუფლეს
მეოთხე ბრიგადის ყოფილი უფროსი, თადარიგის პოლკოვნიკი ზურაბ შამათავა დღეს ზუგდიდში დააკავეს. დაკავების მიზეზი უცნობი იყო. ადგილზე მყოფი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები შს მინისტრისგან განმარტებას ითხოვდნენ. ზურაბ შამათავას დაკავების ფაქტზე განმარტებას გაკეთდა მოგვიანებით შს სამინისტროს პრესამსახურის მხრიდან. უწყების ცნობით, შესული იყო შეტყობინება, რომ აღნიშნული პირი უკანონო იარაღით გადაადგილდებოდა, რის გამოც მოხდა შამათავას აყვანა. საქმეზე მიმდინარეობდა ძიება 136-ე […]
შეიარაღებული ძალების მეოთხე ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა დააკავეს – ვიდეო
შეიარაღებული ძალების მეოთხე ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა დააკავეს. ინფორმაციას პირდაპირი ეთერის მეშვეობით გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა აცრცელებს. ზოდელავა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაკავების შემდეგ ძალოვანი უწყების ესკორტს უკან გაჰყვნენ დეტალების დასაზუსტებლად. “გახარიას ჩვენ მოვუწოდეთ, კრიმინალების ბოგინი აელაგმა და ამ დიდი ჯარით, დაადგნენ და დააპატიმრეს ქართული ჯარის ლეგენდა, რომელიც ამჟამად არ არის სამხედრო […]
ათამდე ბინის გაქურდვის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.გ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვარკეთილსა და ვაზისუბნის დასახლებაში ათამდე საცხოვრებელი ბინა გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება […]
ბიზნესის მოსყიდვის სპეცოპერაცია, სახელად “თეთრი ყვავი” – მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერები
ბიზნესის მოსყიდვის სპეცოპერაცია, სახელად “თეთრი ყვავი” – მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერები, რომლითაც დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი მოისყიდოს. ჩანაწერიდან იკვეთება, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიზნესს არეკეტებს. ფარული ჩანაწერი ფინანსთა სამინისტროში 26 ოქტომბერს გამართული ღამის შეხვედრის დეტალებს ასახავს. მოლაპარაკებას ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ხელმძღვანელობს. თათბირის მონაწილეები წინასწარ მიღებული გადაწყვეტილების დეტალებს ომეგა ჯგუფის დირექტორებთან ათანხმებენ. ჩანაწერიდან დგინდება, რომ საგანგებო […]
პროკურატურა – ”მარნეულში კახა კვარაცხელია პოლიციელებს არ უცემიათ” – ვიდეო
საქართველოს პროკურატურა მარნეულში მომხდარზე ინფორმაციას აქვეყნებს და ვიდეომასალას ასაჯაროებს. „პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გივი ქველაძემ, საჯარო სივრცეში განცხადებით ბრალი დასდო მარნეულის შს რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს ძალადობის განხორციელებაში. კერძოდ განაცხადა, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს, პოლიციელებმა პოლიტიკური ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კახა კვარაცხელიას. პროკურატურამ ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო გამოძიება და დაუკავშირდა გივი ქველაძეს, […]
იაგო ნებიერიძისთვის სასჯელის შემსუბუქება 2012 წელს ნანა კაკაბაძის დახმარებით მოხერხდა – ვიდეო
გორში 8 წლის გოგონას სადისტურ მკვლელობაში ბრალდებულის კრიმინალური ბიოგრაფიის დეტალები – როგორც ირკვევა, იაგო ნებიერიძე ნანა ბერიაშვილის მკვლელობისა და ზაქრო ბერძნიშვილის გაუჩინარების საქმეების გარდა, კიდევ რამდენიმე დანაშაულებში ფიგურირებს. 9 წლი წინ მომხდარი თავდასხმების დეტალებზე დაზარალებულებმა პირველად „კურიერთან“ ისაუბრეს და დეტალები გაიხსენეს. ერთ-ერთი გოგონას თქმით, როდესაც 12 წლის იყო, იაგო ნებიერიძე მას თავს სადარბაზოში დაესხა, სცემა […]
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ქვემო ქართლში 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი – საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.მ., 1959 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ნ.ვ. და 1988 […]










