ზურაბ შამათავა გაათავისუფლეს

ზურაბ შამათავა გაათავისუფლესმეოთხე ბრიგადის ყოფილი უფროსი, თადარიგის პოლკოვნიკი ზურაბ შამათავა დღეს ზუგდიდში დააკავეს. დაკავების მიზეზი უცნობი იყო. ადგილზე მყოფი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები შს მინისტრისგან განმარტებას ითხოვდნენ.
ზურაბ შამათავას დაკავების ფაქტზე განმარტებას გაკეთდა მოგვიანებით შს სამინისტროს პრესამსახურის მხრიდან. უწყების ცნობით, შესული იყო შეტყობინება, რომ აღნიშნული პირი უკანონო იარაღით გადაადგილდებოდა, რის გამოც მოხდა შამათავას აყვანა. საქმეზე მიმდინარეობდა ძიება 136-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა ტარებას გულიხმოსბ, ძიების შედეგად ფაქტი არ დადასტურდა, რის შემდეგაც თადარიგის პოლკოვნიკი გაათავისუფლეს.
“ნიუპოსტის” კითხვაზე, რატომ მოხდა შამათავას დაკავებაა იარაღის ტარებისთვის, მაშინ როცა თადარიგის პოლკოვნის აქვს უფლება იარაღის ტარების, უწყებაში განმარტავენ, რომ შეტყობინება ეხებოდა იარაღის უკანონო ტარების ფაქტს.

ნიუპოსტი