კატეგორია: სამართალი

“ნაციონალი ხარო და დამარტყეს” – ოპოზიციის მხარდამჭერი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში პოლიციას ადანაშაულებს

ზუგდიდელი 50 წლის კახა კვარაცხელია ფიზიკურ ანგარიშსწორებაში პოლიციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას ფიზიკურად იმის, გამო გაუსწორდნენ, რომ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერია. დაზარალებულის თქმით, ის ღამით მარნეულში გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიციელებმა გააჩერეს და პირადობის მოწმობის წარდგენა მოსთხოვეს, შემდეგ კი მისი პოლიტიკური სიმპათიებითაც დაინტერესდნენ, მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა გაიგეს, რომ ის გრიგოლ ვაშაძეს უჭერდა მხარს, მას ფიზიკურად […]

ბათუმის კაზინო პრინცესაში 30 წლის უზბეკი ქალის მკვლელობისთვის თურქეთის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ღამით, ბათუმში მდებარე […]

ბათუმში 30 წლის უზბეკი ქალი კაზინო პრინცესაში მოკლეს – ახალი დეტალები

ბათუმში, კაზინო პრინცესაში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბათუმში, წუხელ, სამორინე „პრინცესაში” ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. რაც შეეხება მეორე დაჭრილ ქალს, […]

ბათუმის კაზინოში 30 წლის ქალი მოკლეს – დააკავეს თურქეთის მოქალაქე

ბათუმში 30 წლის ქალი მოკლეს, მას ჭრილობა გულმკერდის არეში დანით მიაყენეს. დაჭრილია კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი. შემთხვევა გვიან ღამით კაზინო “პრინცესაში” მოხდა. როგორც ადგილზე ყვებიან, ორივე უზბეკეთის მოქალაქეა, სავარაუდო დამნაშავე კი – თურქეთის. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი ქალებს თავს მოულოდნელად დაესხა და ჭრილობები დანით მიაყენა. სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ. მათივე ინფორმაციით, კაცი ადგილზე დააკავეს. დაჭრილები სასწრაფო […]

სასტიკი მკვლელობა ბოლნისში – აჰმედ ასკეროვის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს

67 წლის აჰმედ ასკეროვის ცხედარი, ბოლნისში, სოფელ ქვეშის ტყეში იპოვეს. ასკეროვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა და წამების კვალიც ეტყობოდა. მოკლული ნახევრად შიშველ მდგომარეობაში მწყემსმა ნახა. აჰმედ ასკეროვის ძმა სასტიკად ჩადენილი დანაშაულის მოტივებზე ვერ საუბრობს, თუმცა ეჭვობს, რომ მკვლელი მარტო არ მოქმედებდა. ოჯახის ვერსიით, 67 წლის მამაკაცს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ. ასკეროვს ნათესავები 2 დღის განმავლობაში […]

მამუკა არეშიძე – „ანტიტერორისტული ოპერაციების დროს ჩვენმა სპეცსამსახურებმა გამართულად იმუშავეს“

 21 ნოემბერს 1 წელი გავიდა გასულ წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციიდან. ოპერაციას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია _ დაიღუპნენ სპეცსამსახურის წარმომადგენელი ივანე გოლაშვილი და 3 ტერორისტი, მათ შორის ახმედ ჩატაევი. დაიჭრა 4 სამართალდამცავი. ამ ოპერაციიდან დაახლოებით ერთ თვეში, 26 დეკემბერს, კიდევ ერთი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, ამჯერად პანკისში. ოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც […]

შოთა ხაბარელი – ”ბიზნესზე ზეწოლაზე საუბარი არის მორიგი ფარსი და სისულელე”

ბიზნესზე რეკეტს “ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ და ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ყოფილი მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაციას სისულელეს უწოდებენ. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ეს აბსურდული ბრალდებაა. ივანიშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და ვინც ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობს, ცრუობს. „ძალიან ბევრი მისი საუბარი, რაზეც ის საუბრობს, ყოველთვის არის ფარსი. მარტო ელიზბარაშვილი არა, საერთოდ ყველა, ვინც საუბრობს […]

იაგო ნებიერიძის ახალი მსხვერპლი გამოჩნდა – “ძირს დამაგდო და სახეში წიხლი ჩამარტყა, ჩემი მოკვლა უნდოდა“

გორში 9 წლის გოგონას მკვლელობასა და 2004 წელს 11 წლის მოზარდის ზაქრო ბერძენიშვილის გატაცების ფიგურანტის, იაგო ნებიერიძის კიდევ ერთი მსხვერპლი 10 წლის წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს. „სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი და უკნიდან მომეპარა ვიღაც, ჩანთას მართმევდა. წინააღმდეგობა გავუწიე და ხელი მკრა, ძირს დამაგდო და სახეში წიხლი ჩამარტყა, თავის არეში მძიმე დაზიანებები მომაყენა, ჩემი მოკვლა უნდოდა“, – […]

„დღეს ბიზნესმენები დაიბარეს ქართუში, 20 მლნ. 10 დეკემბრამდე მოიტანეთო” – კურიერი სკანდალურ მიმოწერას ასაჯაროებს

ბიზნეს რეკეტი და ტერორი ბიზნესმენზე – “კურიერთან” საუბრისას ბიზნესმენ  თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახის წევრი რამდენიმე დღის წინ „ქართუ ბანკში“ გამართული შეხვედრის დეტალებს ჰყვება. ბიზნესმენის ყოფილი მეუღლე ადასტურებს, რომ „ქართუ ბანკში“ ბიზნესმენს 10 დეკემბრამდე 20 მილიონი ლარის მიტანა დაავალეს. მისი მტკიცებით, ბიზნესმენებს ყოველთვიურად 300 ათასი ლარის შეტანასაც აიძულებენ, თუმცა ეს თანხა არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება. მიმოწერა ბიზნესმენსა […]

“ყელზე თოკი მოაბეს და ტყეში წაიღეს, თვალები აქვს დათხრილი…” – სასტიკი მკვლელობა ბოლნისში

ბოლნისის რაიონის სოფელ ქვეშში, 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს, ყელზე თოკი მოაბეს და ცხედარი სახლიდან ტყეში წაიღეს. ცხედარი ტყეში მწყემსმა იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას მიმდინარეობს. ნიუპოსტი