კატეგორია: სამართალი

გორში 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ

გორში მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები გორის ცენტრში აქციას მართავენ. ისინი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის გადაცემას და ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ. შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში დღეს გოგონას მამის გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიხეილ ბერიაშვილთან ერთად, პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფებოდა მოკლული ბავშვის ოჯახის ადვოკატი გიორგი გელხაური. ადვოკატის განცხადებით, არსებობს […]

ნანა ბერიაშვილის სიცოცხლის ბოლო წუთების ამსახველი ვიდეო იაგო ნებიერიძის მობილურში იპოვეს – ”ეგ კაცი უნდა გადმოგვცენ… ლინჩის წესით კი არა, უნდა გატყავდეს იმიტომ, რომ შვილი მომიკლეს”

გორში სასტიკად მოკლული 8 წლის ბავშვის, ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრები დღეს პოლიციაში იმყოფებოდნენ. ნანა ბერიაშვილის მამას და ბაბუას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ტელეფონიდან ამოღებული ფოტო და ვიდეომტკიცებულებები აჩვენეს. მასალა გოგონას მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. ოჯახის წევრები მკვლელობაში ბრალდებულის სამაგალითოდ დასჯას ითხოვენ. „საჯაროდ უნდა დაიწვას. მე ვთხოვ კახას, ვინც ამ საქმის სათავეში ჩადგა, მომიყვანა ბოლომდე […]

ხვიჩა ბერიაშვილი – ”ბრალდებულმა ბავშვს ვიდეო გადაუღო, რომელიც რაღაც საშინელებაა, მირჩევენ, არ ვნახო…”

გორში სასტიკად მოკლული 8 წლის გოგონას პაპამ „კურიერს“ სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა. ხვიჩა ბერიაშვილის თქმით, არსებობს ვიდეო, რომელიც ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ ბავშვს გატაცების შემდეგ გადაუღო. მოკლული ბავშვის პაპა ამბობს, რომ ინფორმაცია მას გამომძიებლებმა მიაწოდეს და ურჩიეს, რომ ეს ვიდეო არ ენახა. თუმცა მისივე თქმით, ის გეგმავს ვიდეომასალა ნახოს, რადგან აქვს კითხვები, რომელთა ნაწილსაც პასუხი შესაძლოა ამ […]

რუსთავში 15 წლამდე გოგონას 50 წლამდე მამაკაცი უთვალთვალებდა, შემდეგ საჩუქრების სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში 50 წლამდე მამაკაცი 15 წლის გოგონას რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა, შემდეგ კი საღამოს საათებში აედევნა და სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა.- ინფორმაციას ამის შესახებ „ინფორუსთავი“ ავრცელებს. ადგილობრივები “ინფო რუსთავთან” ყვებიან რომ, მამაკაცი საღამოს საათებში, გოგონას, მისივე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიბნელეში აედევნა. მათივე თქმით, მამაკაცმა, გოგონას ხელი გადახვია, სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა, არავინ გაიგებსო უთხრა და სანაცვლოდ რაღაცების […]

კომპანიის ხელმძღვანელი იაფფასიან სარეცხ საშუალებას ფეირიდ ასაღებდა და ყიდდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით ახორციელებდა „ფეირის“ სამარკო ნიშნით იაფფასიანი სარეცხი საშუალების ჩამოსხმას და საქართველოს […]

ნიკა გვარამია – “დაჩი ცაგურიამ არჩევნების წაგების მერე ქურდებს ფული არ მისცა და მას საფრთხე ემუქრება” – ვიდეო

დაჩი ცაგურია კრიმინალურ სკანდალში ეხვევა – დღეს გადაცემა “აქცენტებში” რუსთვი 2-ის გენერალაურმა დირექტორმა და გადაცემის თანაწამყვანმა ნიკა გვარამიამ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ის საუბრობდა ქართული ოცნების აქტივისტისა და რკინიგზის დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიასა და კრიმინალური ავტორიტეტების წინასაარჩევნო გარიგებაზე, რომელიც არ შედგა და რის გამოც ცაგურიას ე.წ. კანონიერი ქურდები ემუქრებიან. “დაჩი ცაგურიას უთხრეს, რომ სამტრედიაში […]

ლაითურში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენი ასკაროვი კვლავ გაქურდეს

“მეუბნებიან, რომ მმართველი პარტია ადგილობრივებს რომლებსაც მიწები არა აქვთ, პირდება, რომ თუ არჩევნებში ხმას მისცემენ, ჩემს მიწებს დაურიგებენ. ბოლო ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ, დავტოვე ლაითური და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად, რადგან მემუქრებოდნენენ და მოითხოვდნენ, რომ ასე მოვქცეულიყავი, თუმცა ახლა უკვე ქონების წართმევაც უნდათ,” – აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენი, იგორ ასკაროვი, რომლის საცხოვრებელი სახლი […]

რიტუალური მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – რამ იმსხვერპლა 21 წლის ანა იოსებიძე

რიტუალური მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – ნინო ოქიტაშვილი ერთ წელზე მეტია, ეძებს პასუხს, რამ იმსხვერპლა მისი 21 წლის შვილი. 2017 წლის 18 თებერვალს ანა იოსებიძის დედას სიძემ დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი ცუდად გახდა. სახლში მისული მშობელი შვილის სანახავად არ შეუშვეს. მალევე, სხვა ოთახში გასულ დედას უთხრეს, რომ ანა იოსებიძემ თავი მოიკლა და მე-11 […]

ზესტაფონის ავტოსადგურის მეპატრონემ საკუთარ ძმას ბიზნესი ”გია სამტრედსკის” მეშვეობით წაართვა

სამართალდამცავებმა ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში დაკავებული არიან: 1968 წელს დაბადებული, კრიმინალური ავტორიტეტი ი. ფ., 1967 წელს დაბადებული ე. ჩ. და 1962 წელს დაბადებული გ. გ. ჩადენილი დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია […]

მამუკა ხეცურიანის დაკავების გამო ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია დააჯილდოვეს

პოლონეთის ტერიტორიაზე 20-დან 21 ოქტობბრის ღამით მომხდარ მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი მამუკა ხეცურიანის დაკავებისთვის შექმნილი პოლონეთ-უკრაინა-საქართველოს ერთობლივი საპოლიციო ჯგუფის წევრი, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშე, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია დააჯილდოვეს დაკავების ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის. ამის შესახებ „აიპრესი“ იუწყება. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ეჭვმიტანილი უკრაინის დედაქალაქში დაკავეს. ამჟამად დაკავებულის პოლონეთში ექსტრადიციის საკითხი განიხილება, – აცხადებს […]