შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული დ. მ. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.მ.-მ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში მდებარე ე. წ. “სტამბული ბაზრის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს “ლურჯ მარკეტს” ცეცხლი მოუკიდა და […]
კატეგორია: სამართალი
ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენელზე ახალქალაქში – პროკურატურამ ბრალი “ოცნების” დეპუტატის ოჯახის წევრებსაც წარუდგინა
ზვიად დევდარიანს ქალების სექსუალური შევიწროვება დაუდასტურდა – რას წერს საია
ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროება დადასტურდა-ამის შესახებ ინფორმაციას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. “საია იცავდა ქალს, რომელმაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და სახალხო დამცველს სექსუალური შევიწროების დადგენის მიზნით მიმართა. ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ქალები საჯაროდ 2018 წლის 17 მარტს ალაპარაკდნენ. რამდენიმე თვის განმავლობაში სახალხო დამცველი სწავლობდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სამ პირთან მიმართებით […]
დავით ქმოსტელის მკვლელობაში ბრალდებული ლევან ყანდორელაშვილი და გიორგი ჭალელიშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს
ნაფიცმა მსაჯულებმა დავით ქმოსტელის, იგივე „ძივითას“ მკვლელობის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს. ეს ნიშნავს, რომ მსაჯულებმა საქმეში ბრალდებული ლევან ყანდორელაშვილი და გიორგი ჭალელიშვილი ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს. ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. დავით ქმოსტელი, იგივე „ძივითა“ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ოთხ თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობის მიყენების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ის მკვლელობის დღეს ნათესავთან იყო. მკვლელობიდან მეორე დღეს სამართალდამცვლებმა ლევან ყანდორელაშვილი […]
სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია შეიძლება დააკავონ
”კურიერის” ინფორმაციით, სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურს სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის დაკავების გადაწყვეტილება აქვს მიღებული. გავრცელებული ცნობით, ლევან შონიას წინააღმდეგ ჩვენების მოპოვებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზუგდიდის ყოფილი მერისგან ცდილობს. ლაშა გოგიასა და გია გულორდავას ხმაურიანი დაკავების შემდეგ საგამოძიებო უწყება კორუფციულ გარიგებასთან ყოფილი გუბერნატორის კავშირებითაც დაინტერესდა. ლევან შონიას დაკავების მიზეზი შესაძლოა ”კურიერის” მიერ გასაჯაროებული აუდიოჩანაწერი გახდეს. ირკვევა, რომ ქრთამს […]
დიღმის მასივში პოლიციაა მობილიზებული – ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან
თბილისში, დიღმის მასივში მდებარე ელექტროსიგარეტების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც “ნიუპოსტს” თვითმხილველმა აცნობა ადგილზე საპტრულო პოლიცია და შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულნი. სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული აქვთ და საგამოძიებო ორგანოები სამუშაოებს ატარებენ.როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივები უყვანიან,აღნიშნული ობიექტი რამდენიმე თვის წინაც გაქურდეს, მაშინ ითქვა, რომ დანაშაული არასრულწლოვანებმა ჩაიდინეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 […]
ადვოკატი მამულაძე – “ლაშა გოგია და გია გულორდავა ბრალს არ აღიარებენ”
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები – ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე, წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. დაკავებულები ადვოკატებმა მოინახულეს. წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ აღნიშნა, რომ არც ერთი მაღალჩინოსანი ბრალდებას არ ეთანხმება და საერთოდ ვერ ხვდებიან, რატომ დააკავეს სამართალდამცავებმა. მერაბ მამულაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, […]
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა დააკავეს
ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა დააკავა. 17:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება, რომლის თემა სავარაუდოდ ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის დაკავება იქნება. ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. 11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების […]
ეკა გიგაური პროკურატურაში დაიბარეს
დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელს თბილისის მთავარი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხავენ. ეკა გიგაურმა შსს-ს გამოძიების დაწყების მოთხოვნით 16 ოქტომბერს მას შემდეგ მიმართა, რაც სოციალური ქსელით მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. ბილწსიტყვაობის გარდა, ავტორის ფრაზეოლოგია ძალიან ჰგავდა იმ განცხადების შინაარსს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო სექტორის მისამართით გამოიყენა, როცა ისინი ფაშიზმის თანამონაწილეებად მოიხსენია. მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნა ეკა გიგაურის […]
ქედაში აფეთქების დროს 6 წლის ბავშვის დაღუპვის გამო თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” ქვე კონტრაქტორი შპს „ალბაირაქის” და შპს „დინამიტი-ლ.დ”-ს […]










