ლაითურში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენი ასკაროვი კვლავ გაქურდეს

ლაითურში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენი ასკაროვი კვლავ გაქურდეს“მეუბნებიან, რომ მმართველი პარტია ადგილობრივებს რომლებსაც მიწები არა აქვთ, პირდება, რომ თუ არჩევნებში ხმას მისცემენ, ჩემს მიწებს დაურიგებენ. ბოლო ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ, დავტოვე ლაითური და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად, რადგან მემუქრებოდნენენ და მოითხოვდნენ, რომ ასე მოვქცეულიყავი, თუმცა ახლა უკვე ქონების წართმევაც უნდათ,” – აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენი, იგორ ასკაროვი, რომლის საცხოვრებელი სახლი და კარმიდამო უცნობმა პირებმა გუშინ გაქურდეს.

კრიმინალებმა ასკაროვის კუთვნილი შენობა ნაგებობები, ასევე მისი კერძო მეურნეობა მთლიანად გამოიყვანეს მწყობრიდან.

ებრაელი ბიზნესმენის თქმით, წაღებულია ათეული ტონა ჯართი, დაზგები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რკინის ღობეები, მთლიანად გამოსულია მწყობრიდან მეურნეობა.

დაზარალებული ამბობს, რომ ის პოლიციას არ ენდობა, რადგან მასზე ბოლო 4 წელია თავდასხმები და ყაჩაღობები ხდება-პოლიცია კი ამ საქმეებს მიზანმიმართულად არ იძიებს

“შევიძინე 2012 წელს 50 ჰექტარი მიწა, დავიწყე მეურნეობის მშენებლობა, მესაქონლეობა, მეფუტკრეობა მქონდა კენკროვანი ჯიშის კულტურათა პლანტაციები, თუმცა თქვენი მმართველი პარტია და ხელისუფლება ხომ ასე იქცევა – ჯერ შემოგვიტყუებენ, მერე გვძარცვავენ და გვაიძულებენ წავიდეთ. 2 მილიონი დოლარი ჩავდე აქ, მეუბნებიან რომ მმართველი პარტია ადგილობრივებს რომლებსაც მიწები არა აქვთ პირდება, რომ თუ არჩევნებში ხმას მისცემენ ჩემს მიწებს დაურიგებენ. ბოლო ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ დავტოვე ლაითური და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად, რადგან მემუქრებოდნენენ და მოითხოვდნენ რომ ასე მოვქცეულიყავი, თუმცა ახლა უკვე ქონების წართმევაც უნდათ’ – ამბობს ასკაროვი

ცნობისათვის, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ებრაელ ბიზნესმენს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ტავ ყაჩაღები დაესხნენ, ის და მასტან ერთად მცხოვრები ქალბატონი ბლაგვი საგნის გამოყენებით სასტიკად სცემეს, ეს საქმე არ გახსნილა.

მანამდე კი იგორ ასკაროვი ხშირად აკეთებდა განცხადებებს, რომ ის იდევნებოდა და მასზე ხორციელდებოდა ტერორი, რომელშიც, მისი ვარაუდით ადგილობრივი პოლიციის უფროსობა იყო ჩარეული.

ნიუპოსტი