კატეგორია: სამართალი

როგორ მოიპოვა „კეჭიამ“ ავტორიტეტი „ქურდულ სამყაროში“ და რატომ ჰყავდა მას ნახევარი თელავი დაჭერილი

ომარ იმერლიშვილი, იგივე „კეჭია“ წინა თაობების თბილისელი ახალგაზრდებისთვის კარგად ცნობილი სახელია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც „წამალთან“, ქურდულ სამყაროსთან ან „ქუჩის ცხოვრებასთან“ ჰქონდა შეხება. ამ სისტემაში 35 წელი ისე გაატარა, რომ პატივისცემასთან და ავტორიტეტთან ერთად, ყველასგან პოზიტიური დამოკიდებულება მოიპოვა და თავის დაჭერილ ხალხთან მეგობრობს კიდეც. ომარ იმერლიშვილი: 1973 წლიდან, ათი წლის განმავლობაში, ჯერ ვაკის პოლიციაში ვმუშაობდი, […]

ვარკეთილში 9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს – ამბობენ, რომ გოგონა მამინაცვალს შემოაკვდა, რის შემდეგაც მან სახლში გაზი გაუშვა

“ნიუპოსტისთვის” უმძიმესი ფაქტი ხდება ცნობილი. თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში, 9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივები უყვებიან, გოგონა სავარაუდოდ, მამინაცვალის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც მათივე ვერსიით, მამაკაცმა კვალის დაფარვის მიზნით, სახლში გაზი გაუშვა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევისას სახლში გოგონას დედაც იმყოფებოდა, რომელმაც ინტოქსიკაცია მიიღო. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი და მისი დედა სამაშველო […]

“ვხუმრობდით, იცინოდა, მერე შეიყვანეს საოპერაციოდ და ბავშვს გული გაუჩერდა” – რუსთავში 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა – ვიდეო

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამა “ინფო რუსთავთან” აცხადებს, რომ მის შვილს მანქანა დაეჯახა და ხელი ჰქონდა მოტეხილი, რომელიც ოპერაციას საჭიროებდა. “ბავშვი კარგად იყო სანამ საავადმყოფოში მივიდოდით გზაში მელაპარაკებოდა, ვხუმრობდით, იცინოდა, მერე შეიყვანეს საოპერაციოდ და ბავშვს გული გაუჩერდა, მე ვფიქრობ რომ ნარკოზიდან ვერ გამოიყვანეს ბავშვი”, – განაცხადა გარდაცვლილი მოზარდის მამამ. არსებული ინფორმაციით […]

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა – ეს განცხადება ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ყოფილ მთავარ პროკურორს ცემას ედავებიან. თუმცა უფლებადამცველის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს. საქმე ეხება გასულ წელს ელცენტროში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც  ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა. ფარცხალაძის უფლებადამცველის თქმით, ბრალის წარდგენის საფუძველი […]

კობა დავითაშვილი პაატა ბურჭულაძეს დაემუქრა – „ნაცების“ ბანს მე დავსვამ ამ საბრალდებო სკამზე და გავტკეპნი მას”

გპირდები, რომ ამ პროცესზე შენ იქნები ბრალდებული და მე ვიქნები ბრალმდებელი, – ასე მიმართა კობა დავითაშვილმა ფონდ “იავნანას” დამფუძნებელს პაატა ბურჭულაძეს. საქალაქო სასამართლო განიხილავს პაატა ბურჭულაძის სარჩელს, რომელიც შეეხება კობა დავითაშვილის განცხადებას. კერძოდ, ბურჭულაძე კობა დავითაშვილს ცილისწამებლური განცხადების გაკეთების გამო ადანაშაულებს. კობა დავითაშვილის თქმით, ის მიმდინარე პროცესზე დაადასტურებს პაატა ბურჭულაძის დანაშაულებრივ ქმედებებს. „2 წლის წინ დაიწყო ფილმების სერია „პოსტ ტვ“-ში ბურჭულაძის […]

ლაშა გოგია ბრალს არ აღიარებს და გირაოს ითხოვს

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია ბრალდებას ქრთამის აღების შესახებ არ აღიარებს. უფლებადამცველი პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას ითხოვს. ადვოკატის თქმით, ბრალდება ვერ ადასტურებს კორუფციული გარიგების შეთანხმებას. „მიგვაჩნია, რომ განჩინებით არ არის დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები. ჩვენი მოთხოვნაა, საჩივრის საფუძველზე რომ გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ნაცვლად პატიმრობისა გამოყენებულ იქნას […]

პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილისგან 25.000 ლარს ითხოვს

ვითხოვთ კობა დავითაშვილმა უარყოს მის მიერ ცილისწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 ათასი ლარის ოდენობით, – ამის შესახებ ფონდ „იავნანას” დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა. საქმე ეხება პაატა ბურჭულაძის სარჩელს კობა დავითაშვილის წინააღმდეგ. „კობა დავითაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პაატა ბურჭულაძე ფონდ „იავნანაში“ შესულ თანხებს იპარავდა. ეს არის ცილისწამება, არის პატივის და ღირსების შემლახავი განცხადება. ჩვენ […]

ქუთაისში 50 წლის კაცმა საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე, 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. შუახნის კაცმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა

პირველი არხის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დღეს ბრალი წარედგინა. ამ დროისთვის არ კონკრეტდება, თუ რომელ საქმეზე დაიწყო ყოფილი მთავარი პროკურორის სისხლის სამართლებრივი დევნა და რომელი მუხლით. ამასთან, როგორც ცნობილია, ოთარ ფარცხალაძე დღეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ოთარ ფარცხალაძე პოლიციაში ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე გამოკითხეს – ”მთელი ცხოვრება რომ დამჭირდეს ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან “ბატონო ბიძინა”!!!”

ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ნიუპოსტის ცნობით, ფარცხალაძემ ჩვენება კაფე „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის გამო მისცა. საუბარია ინციდენტზე, რომლის დროსაც კაფეში გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია სცემეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, ინციდენტთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო მასალებიც. თავად ლაშა თორდია, რომელიც ამერიკაში დევნილობაში ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ თაროზე […]