კატეგორია: სამართალი

ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა. საქმე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა, ეს კი 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალი დაკავებულს მას შემდეგ დაუმძიმდა, რაც გამოძიებამ ახალი მოწმეები გამოკითხა. მუხლის გადაკვალიფიცირების პარალელურად ვიტალი საფაროვის დედა პროკურატურამ დაზარალებულად უკვე მეორედ სცნო. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებაში მისულ ოჯახის წევრებს […]

ზვიად მიხანაშვილმა პენიტენციური სამსახური დატოვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად მიხანაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია “ნიუპოსტს” პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მიხანაშვილმა იუსტიციის მინისტს გათავისუფლების თაობაზე პირადეად მიმართა. განცხადება თეა წულუკიანმა უკვე დააკმაყოფილა. მინისტრმა ამ პოსტზე თავისი მოადგილე გიორგი პატარიძე დანიშნა. შეკითხვა, უკავშირდება თუ არა მიხანაშვილის გათავისუფლება ციხიდან აუდიოჩანაწერების გავრცელებას, წულუკიანმა უპასუხოდ დატოვა. აღნიშნულ საკითხზე […]

გარყვნილი ქმედება მცირეწლოვანზე – იაგო ნებიერიძეს ბრალი დაუმძიმდა

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი დაუმძიმდა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. კახა საბანაძის თქმით, ნებიერიძის ბრალდებას დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლიც. ეს მუხლი გულისხმობს ძალადობის გარეშე 16 წელს მიუღწეველთან, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ჩადენილ გარყვნილ ქმედებას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. “მტკიცემულებაა იმისთვის, რომ […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა. მას სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღევანდელ პროცესზე ისაუბრა მისი შვილის მკვლელობის დეტალებზე, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმში ორი კაცი დაჭრეს

დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე ორი კაცი დაჭრეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჭრილობები მიყენებულია ცივი იარაღით: „ერთს ბარძაყის არეში აქვს ჭრილობა, მეორეს დაზიანებული აქვს ხელი“. ორივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, ინცინდენტი საარჩევნო უბანთან ახლოს არ მომხდარა. ფაქტზე დაწყებულია გამოიძება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებადმძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბათუმელები

ზაზა სარალიძეს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ ზაზა სარალიძეს ბრალი წარუდგინა, თუმცა სასამართლო პროცესამდე საპატიმრო ღონისძიება მოეხსნა.  ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ სარალიძის ადვოკატ, ნესტან ლონდარიძეზე დაყრდნობით ავრცელებს. „ახლა ვიმყოფები საავადმყოფოში, სადაც სარალიძე ამ დრომდე რჩება. მას ბრალი წაურდგინეს 353-ე პრიმას პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალს არ ვეთანხმებით, არასწორ ფაქტებს შეიცავს, დამახინჯებულია ფაქტები. საპატიმრო ღონისძიება სასამართლო პროცესამდე მოეხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ […]

ნანა ბერიაშვილის ბაბუა – “მკვლელობისთვის ნასამართლევი ვარ და ახლა მეორეჯერ წავალ მკვლელობაზე, მაგას ცოცხალს არ დავტოვებ”

“მე ვარ თვითონ მკვლელობისთვის ნასამართლევი და ახლა მეორეჯერ წავალ მკვლელობაზე, შანსი არაა, მაგათ ცოცხალს არ დავტოვებ” – ამის შესახებ “კვირის პალიტრასთან” საუბარში გორში სასტიკად მოკლული 8 წლის გოგონას, ნანა ბერიაშვილის, ბაბუამ განაცხადა. “სავარაუდოდ პედოფილი იყო, ბავშვი უცხო ხალხთან არ შედიოდა კონტაქტში, ერთადერთი ცხოველები უყვარდა ძალიან და შეიძლება ამიტომ გაჰყოლოდა ვინმეს. შეიძლებოდა ეთქვათ, ძაღლს განახებო და ამით შეეტყუებინათ…  ალბათ, […]

8 წლის ბიჭის დედა ფიზიკურ ძალადობაში 54 წლის მამაკაცს ადანაშაულებს

8 წლის მოზარდის დედა მეზობელს მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. არასრულწლოვნის დედა ამტკიცებს, რომ 54 წლის მამაკაცი მის შვილს ფიზიკურად საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გაუსწორდა. ძალადობის სცენა კი თავისივე მობილური ტელეფონით გადაიღო. ქალი მომხდარის გამოძიებას და მამაკაცის დასჯას ითხოვს. დაზარალებული მოზარდის დედა ვარაუდობს, რომ ძალადობის შემდეგ მამაკაცი ბავშვის გატაცებასაც აპირებდა. მისი მტკიცებით, მამაკაცი მოზარდს […]

იაგო ნებიერიძე 9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობას არ აღიარებს

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატის, მაია გრიგოლაშვილის განცხადებით, იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს. როგორც ადვოკატმა Ambebi.ge-ს განუცხადა, მან ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულა. მისივე თქმით, ბრალდებული მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. ადვოკატის განცხადებით, ნებიერიძეს იმ საქმესთან დაკავშირებითაც ესაუბრა, რაზეც ის წლების წინ იყო გასამართლებული. […]

ვაკეში, მრგვალ ბაღთან, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ვაკეში, მრგვალ ბაღთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ის იქვე ავტოსადგომზე მუშაობდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული. როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.