ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენელზე ახალქალაქში – პროკურატურამ ბრალი “ოცნების” დეპუტატის ოჯახის წევრებსაც წარუდგინა

პროკურატურამ ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე ბრალი ქართული ოცნების დეპუტატის ოჯახის წევრებსაც წარუდგინა.

5 ბრალდებულს შორის არიან ენზელ მკონიანის შვილი – კარაპეტ მკოიანი, ძმა – მარტუმ მკოიანი და ძმის შვილი – ედუარდ მკოიანი.

ხუთივე პირის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა