კატეგორია: სამართალი

„ქალებს სთხოვენ, ქამარი მოიხსენი, ეს გაიხადე და ის გაიხადე” – გლდანის მე-8 დაწესებულებაში ადვოკატებს ყველას დასანახად ჩხრეკენ

ადვოკატები აცხადებენ, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში ადვოკატების ციხეში შესვლა გართულდა. კერძოდ, საუბარია ჩხრეკის პროცედურაზე. თუ აქამდე ჩხრეკა სპეციალურ ოთახში ტარდებოდა, ახლა ეს დაწესებულების შესასვლელშივე ტარდება. ადვოკატები ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე საუბრობენ. აღნიშნულ საკითხზე „ახალი თაობა“ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატ დიმიტრი ნოზაძეს ესაუბრა. _ ბატონო დიმიტრი, მოუყევით ჩვენს მკითხველს, რა შეიცვალა ფარული […]

ვიღაცა ბავშვების სურათები იყო იქა – იაგო ნებიერიძის დედა ადასტურებს, რომ მის შვილს მცირეწლოვანი ბავშვების ფოტოები ჰქონდა

 “კურიერმა” ბავშვის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის მამაკაცის, იაგო ნებიერიძის,  საცხოვრებელ სახლში დედა ჩაწერა. ბრალდებულის ოჯახში ამბობენ, რომ მკვლელობა იაგო ნებიერიძეს არ ჩაუდენია, თუმცა დაკავებულის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი წარსულში ნასამართლევი იყო ქალზე ძალადობის ბრალდებით. „9 თვეა რაც გამოვიდა. ტელეფონის წართმევაზე და ჯაჯგურის დროს ძალადობა გამოუვიდა მერე, ქალბატონი იყო ვიღაცა. ღამის 12:00 საათზე დამადგნენ […]

9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის იაგო ნებიერიძეა

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს, 34 წლის იაგო ნებიერიძეა. ნებიერიძე გორში მოკლული მოზარდის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება ამავე სახლში მოხდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის სარდაფში კედელსა და იატაკზე სამართალდამცველებმა მოკლული ბავშვის სისხლის კვალი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობაში ბრალდებულმა, გოგონა […]

ზაზა სარალიძე დაკავებულია

ზაზა სარალიძე დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ელისო კილაძე ავრცელებს. როგორც კილაძემ “რუსთავი 2”-ს  განუცხადა, ცოტა ხნის წინ მას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შვილმკვდარი მამების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დაურეკა და სარალიძისა და აქციის კიდევ 2 მონაწილის დაკავებაზე ინფორმაცია მიაწოდა. მომხდარის შესახებ კილაძემ სოციალურ ქსელში, საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზეც დაწერა:”უმტყუნათ ნერვებმა ზაზა დაიჭირეს სარალიძე.” რუსთავი 2

9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობისთვის 33 წლის მამაკაცი დააკავეს

გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობისთვის 33 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული ი.ნ. წარსულში ნასამართლევია: „შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე […]

ნანა ბერიაშვილის მკვლელობის ადგილზე იარაღი ნაპოვნი არ არის – ბავშვს ფეხები ჰქონდა შეკრული და თავზე ქსოვილი ჩამოცმული

გორში მოკლული 8 წლის გოგოს ცხედარი პროზექტურაში გადაიტანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას განაგრძობენ. imedinews-თან გოგოს ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ ბავშვს ფეხები ჰქონდა შეკრული და თავზე ქსოვილი ჩამოცმული. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პირველადი დათვალიერების შედეგად იარაღის კვალი, მათ შორის არც ცივის, აღმოჩენილი არ არის. ადგილზე შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე იმყოფება. ის არ აკონკრეტებს, რა მუხლით დაიწყო გამოძიება, თუმცა, მედიისთვის მიცემულ კომენტარში დანაშაულის ჩამდენი […]

9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობის გამოძიებას გახარიას პირველი მოადგილე საბანაძე უხელმძღვანელებს

გორში ცხრა წლის ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 9 წლის ნანა ბერიაშვილი სამართალდამცველებმა ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე […]

გორის სასამართლოს ეზოში 9 წლის ნანა ბერიაშვილი მოკლული იპოვეს

9 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ოჯახი დილიდან  ეძებდა, მოკლული იპოვეს. ამის შესახებ “კურიერს” ინფორმაცია ბავშვის ბიძამ დაუდასტურა. ცხედარი გორის რაიონული სასამართლოს ეზოშია ნაპოვნი. ნანა ბერიაშვილი სახლიდან დღის პირველ ნახევარში, ცეკვაზე წავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა. გორის რაიონულ სასამართლოსთან ვითარება იძაბება. ადგილზე სადაც 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, ბავშვის ოჯახის წევრები და ადგილობრივები არიან შეკრებილი. […]

სპეცოპერაცია ურიდიას ქუჩაზე – დაკავებულია 3 პირი

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩაზე სპეოპერაცია ჩატარდა. ადგილობრივების თქმით, დაკავებულია მინიმუმ სამი ადამიანი. სამივე მათგანი ავტომობილიდან გადმოიყვანეს. ადგილობრივების თქმით, ადგილზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იყვნან მობილიზებულნი. ურიდიას ქუჩაზე მცხოვრების თქმით, დაკავებულებს არ იცნობენ და სავარაუდოდ ისინი ამ უბანში არ ცხოვრობდნენ. დაკავებულები შს სამინისტროში გადაიყვანეს. უწყებაში “ნიუპოსტს” უთხრეს, რომ საკითხზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

ქურდული სამყაროს წევრობისთვის 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისსა და მარნეულის რაიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 5 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მიღებასა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვაში. ჩადენილი დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით […]