ზაზა სარალიძე დაკავებულია

ზაზა სარალიძე დაკავებულიაზაზა სარალიძე დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ელისო კილაძე ავრცელებს.

როგორც კილაძემ “რუსთავი 2”-ს  განუცხადა, ცოტა ხნის წინ მას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შვილმკვდარი მამების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დაურეკა და სარალიძისა და აქციის კიდევ 2 მონაწილის დაკავებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

მომხდარის შესახებ კილაძემ სოციალურ ქსელში, საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზეც დაწერა:”უმტყუნათ ნერვებმა ზაზა დაიჭირეს სარალიძე.”

რუსთავი 2